გურამიშვილის გამზირზე, 2 ახალგაზრდის მკვლელობის ადგილზე, საცხოვრებელი სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალია
გურამიშვილის გამზირზე, სადაც 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, საცხოვრებელი სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალია, რაც ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობის ახალ ვერსიას აჩენს.
ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, რა ვითარებაში და როგორ მოხდა სისხლის კვალის დატოვება აღნიშნულ მონაკვეთზე, თუმცა არსებობს ვერსია, რომ დანაშაულის გარკვეული ეპიზოდი საცხოვრებელი ბინის გარეთ განვითარდა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრილი ახალგაზრდა გარეთ იყო გამოსული, თუმცა ლიფტთან მისვლის შემდეგ ის კვლავ სახლში დაბრუნდა.
არაოფიციალური ვერსიით, გამოძიება მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. კერძოდ კი, არაოფიციალური ინფორმაცით, გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც მეორე ახალგაზრდის სიკვდილი მოყვა, ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ერთ-ერთ ახალგაზრდას ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. ამასთან, სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ადგილზე იპოვეს.
"ინტერპრესნიუსი"