"ინსტინქტურად ვეტაკე "სუმკას"... დედა, ფული-მეთქი!" - ზუგდიდში რძალმა დედამთილს 5 000 ლარი მოპარა
ზუგდიდში თანხის მოპარვის ფაქტზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, 5 000 ლარამდე თანხა დედამთილს რძალმა მოპარა, მაშინ როდესაც სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა.
ქურდობაში ბრალდებულის შესახებ ინფორმაცია პოლიციას, ახალგაზრდა ქალის დედამთილმა მიაწოდა. როგორც ზუგდიდის მკვიდრი ეთერ შენგელია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ყვება, თანხა, რომელიც სხვისთვის ჰქონდა მისაცემი, ჩანთაში ედო და როდესაც ვეღარ იპოვე, რძალზე მიიტანა ეჭვი, რომელმაც ქურდობის ფაქტი აღიარა:
"ინსტინქტურად ვეტაკე "სუმკას"... დედა, ფული-მეთქი! ეს ზევით "სპალნაში" იყო. დავუძახე: ნინოო, არ მომკლა! ფული მაქვს მისაცემი და ფული ჩანთაში არ არისმეთქი. ვყვიროდი და დამანებე თავი, ჩემთან რა გინდა, მე რატომ მეუბნებიო..." - ყვება ეთერ შენგელია. გაგრძელება