"როგორც ვიცი, გაცილებულები იყვნენ... ქმარი თბილისიდან ჩამოვიდა შვილის სანახავად და..." - რას ჰყვებიან თელავში მომხდარ მკვლელობაზე?
გავრცელებული ინფორმაციით, თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ითქმით, ცეცხლსასროლი იარაღით ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი დაჭრილია.
"როგორც ვიცი ბოლოს გაცილებულები იყვნენ ერთმანეთს... ეს ბიჭი თბილისიდან ჩამოვიდა შვილის სანახავად, ბავშვებთან აქვს ურთიერთობა. რომ ჩამოვიდა რა მოხდა მათ შორის არავინ იცის, შელაპარაკება იყო თუ რა მოხდა. დაახალა ტყვია და მოკლა" - ყვება ერთ-ერთი მეზობელი.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.