სამართალდამცველებმა ბექა კვიციანი დააკავეს - კვირის პალიტრა

სამართალდამცველებმა ბექა კვიციანი დააკავეს

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამსინისტროში განუცხადეს. მათი განმარტებით, კვიციანი დაკავებულია, როგორც ბრალდებული.

აღსანიშნავია, რომ ბექა კვიციანი მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა.

ბექა კვიციანი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა.

ინფორმაციისთვის: დაკავებული ბექა კვიციანი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია.

თბილისის ზღვაზე 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ორი დღის წინ იპოვეს.

მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

"ვინ გაიმეტა ასეთი სადისტური მკვლელობისთვის, ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს" - ვინ და რატომ მოკლა ნოდარ ცხადაძე და სად არის ბექა კვიციანი?!

"ინტერპრესნიუსი"