იგეგმებოდა თუ არა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია - კვირის პალიტრა

იგეგმებოდა თუ არა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი არ კეთდება, იგეგმებოდა თუ არა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რამდენჯერმე დაუკავშირდა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ჩეჩენი ეროვნების პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

20:00 საათზე, ტელეკომპანია "მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბრიფინგს გამართავს, რომელიც სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხს უკავშირდება.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ერთი პირი.

იხილეთ ასევე: "გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დაკვეთით" - რას აცხადებს ნიკა გვარამია ქავთარაძის ქუჩაზე დააკავებულ პირზე

"ინტერპრესნიუსი"