გიორგი შაქარაშვილის უკანასკნელი კადრები - რა ვიდეოჩანაწერებს აქვეყნებს მთავარი პროკურატურა? - კვირის პალიტრა

გიორგი შაქარაშვილის უკანასკნელი კადრები - რა ვიდეოჩანაწერებს აქვეყნებს მთავარი პროკურატურა?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ჩვიდმეტივე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.

საგამოძიებო უწყებამ ასევე გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილიც.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.