"არც ერთ მათ­განს ხელს არ და­ვა­ფა­რებ და არ და­ვი­ცავ ვინც დამ­ნა­შა­ვეა" - ანი გაბეჩავა დუმილს არღვევს - კვირის პალიტრა

"არც ერთ მათ­განს ხელს არ და­ვა­ფა­რებ და არ და­ვი­ცავ ვინც დამ­ნა­შა­ვეა" - ანი გაბეჩავა დუმილს არღვევს

გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, დუმილს არღვევს. "ტვ პირველთან" საუბრისას ანი გაბეჩავა ამბობს, რომ მეგობრებმა მომხდართან დაკავშირებით "ალბათ გულგრილობა გამოიჩინეს".

როგორც გოგონა ამბობს, არ აპირებს, რომ ვინმეს ხელი დააფაროს.

"არ მინდა იმის თქმა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, რადგან შეიძლება ერთ ზარს შეეცვალა ბევრი რამე -112-ში რომ დამერეკა ან ეგეთი... გულგრულობაც იყო ჩვენი მხრიდან ალბათ მსგავსი რაღაც" - ამბობს გაბეჩავა ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლკუზიურ ინტერვიუში.

ის იხსენებს, რომ მომხდარი დაპირისპირებისას "გიორგი აშველებდა მათ და საბურთალოელების მხარეს იდგა"

"მე მადანაშაულებენ ყველაფერში, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო... ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ მყოფ რომელიმეს მსგავსი რამე გაეკეთებინა. არც ერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში" - ამბობს გაბეჩავა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. იხილეთ სრულად

ასევე დაგაინტერესებთ: "შვილის დამკარგავი მშობელი იძულებული ვხდები დავწერო..." - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს