"ჩემი დაბადების დღე იყო, პოლიციისთვის დამერეკა და ჩემი მეგობრები წაეყვანათ, ჩემგან არც გამოდიოდა" - კვირის პალიტრა

"ჩემი დაბადების დღე იყო, პოლიციისთვის დამერეკა და ჩემი მეგობრები წაეყვანათ, ჩემგან არც გამოდიოდა"

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამის შესახებ ანი გაბეჩავამ, რომლის დაბადების დღის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შეეწირა 19 წლის ბიჭი, "შაბათის ფორმულასთან" ვრცლად ისაუბრა. გოგონას თქმით, შაქარშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა და მხოლოდ დაპირისპირებულ ახალგაზრდებს აშველებდა.

გთავაზობთ ანის ინტერვიუდან ფრაგმენტებს:

- ალბათ ერთი თვით ადრე დავიწყე მზადება, ყველა ველოდებოდით ამ დღეს. ბოლო ზარიც ამ სახლში გადავიხადე და ამიტომ გადავწყვიტე დაბადების დღისთის ისევ ეს სახლი მექირავებინა. დავიწყე ბავშების დაპატიჟებაც, ვინც ჩემთვის ახლო მეგობარი იყო. რა თქმა უნდა, ყველა ერთმანეთს არ იცნობდა, ეს ყველა დაბადების დღეზე ხდება. ვიცოდი ვინც მოდიოდა, მაგრამ შაქარაშვილს კარგად არ ვიცნობდი, ახლო ურთიერთობა არ მქონია. არც მიმოწერა მქონია, 3-4-ჯერ მყავდა ნანახი. სიას რომ ვადგენდით, ჩემმა ერთ ერთმა დაქალმა მითხრა, მოდი გიორგი და გური ამირხანაშვილიც დავპატიჟოთო და დავთანხმდი...

- როდის დაიძაბა სიტუაცია დაბადების დღეზე? - როგორც შემდეგ დაყვეს, იყო ორი ჯგუფი "ნახალოვკელები" და "საბურთალოელები". მე "ნახალოვკელი" ვარ და აქ ჩემი უბნელები და კლასებელი იყვნენ. თავიდანვე მათთან ერთად ავედი დილით სახლში, შემდეგ მოვიდნენ "საბურთალოელები" და თავიდანვე დაიძაბა სიტუაცია. თავიდან მცირე უთანხმოება დიჯეის ამბავზე მოხდა. ის დაქირავებული არ ყოფილა, ჩემი მეგობარია. ერთ-ერთმა "ნახალოვკელმა" უთხრა, დიჯეი, სიმღერა შეცვალეო, მაშინ არც მიმიქცევია ყურადღება, თუმცა შემდეგ გავიგე, რომ პირველი კონფლიქტი ამაზე მოსვლიათ. კონფლიქტი განიმუხტა და ყველა ბავში ურთიერთობაში ერთმანეთთან კარგად შევიდა, სვამდნენ, ერთობოდნენ. ბოლოს ჩხუბის მიზეზი უშუალოდ რა იყო, არ ვიცი. დღემდე ვერ ვხვდები რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ასეთ დონემდე მივიდა ეს ყველაფერი.

პირველი დაპირისპირების დროს მე საერთოდ არ ვჩანვარ კადრებში, სახლში ვიყავი. სახლში რაიმე რომ მომხდარიყო, მეცოდინებოდა.  მეც ჩავერეოდი და შეიძლება ამ დონემდეც არ მისულიყო. ჩხუბზე რომ გადავიდნენ და ერთმანეთი სცემეს, მე მაშინ გავიგე, რომ გარეთ რაღაც ხდებოდა. გარეთ რომ გამოვედი, ბავშვები უკევე ნაცემი იყვნენ. "ნახალოვკელები": ჩიქოვანი და ხეჩოშვილი, ეს ორი პიროვნება დავინახე და ჩენებაშც ასე მიწერია. შემდეგ გავიგე, რომ თურმა ნიკა ცუცქირიძეც უცემიათ, მუმლაძე და ბარბაქაძეც. პირველ ჩხუბში რომ ვინმე ეცემათ, ასეთი საბურთალოელების მხრიდან არავინ ყოფილა.

ეს ყველაფერი სახლის ეზოში არ მომხდარა, მის გარეთ იყო. რომ გამოვედი, იმ მომენტში მივედი, ხეჩოშვილს რომ კიბიდან აგდებენ. შემდეგ კამათობდნენ კიდევ ნახევარი საათი, იმ ეპიზოდში კადრებში გიორგი შაქარაშვილიც ჩანს.

გიორგი არანაირ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. საერთოდ არ უჩხუბია, თურმე აშველებდა და არც ვიცოდი, რომ ის იმ მომენტში იქ იყო.

ვახო ჩიქოვანი ბოლოს ამოვიდა თავისი მანქანით. ალბათ ვიღაც ჩემმა კლასელმა "ნახალოვკელმა" უთხრა სადაც ვიყავით და მოვიდა. ჩხუბამდე ამოიყვანეს ბავშვებმა. ერთადერთი დაუპატიჟებელი სტუმარი ჩიქოვანი და ჩიქოვანთან ერთად მოსული 3 თუ 4 ბიჭი იყო. დანარჩენები არ ვიცი მონაწილეობდნენ თუ არა ჩხუბში. ჩიქოვანი ძალიან ნაცემი იყო, თავი ჰქონდა გახეთქილი. არ ვიცი, მანამდე იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს ჩიქოვანი და შაქარაშვილი.

რაც შეეხება იმას, გოგოს გამო მოხდა თუ არა, ვერ გეტყვით რადგან ხატისკაცი ჩემი დაქალი არ იყო, თუმცა ვიცოდი რომ შაქარაშვილთან მეგობრობდა.

გავაგდე ორივე მხარე...  სახლში ჩემთან გოგოები დარჩნენ, მაგრამ იყო იაკობ ბრეგვაძე, ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილიც. ისინი არ ჩხუბობდნენ და ამიტომ არც გავბრაზდი მათზე. იაკობი საერთოდ ოთახში იყო და მგონი, არაფერი უნახავს. როგორც ვიცი, გაშველებაშიც არ მიუღია მონაწილეობა...

შეიძლება დიჯეის კონფლიქტის შემდეგ ერთმანეთის მიმართ აგრესია ჩაიდეს გულში, თან ნასვამები იყვნენ. არ მიფიქრია პოლიციისთის დამერეკა, თან ჩემი დაბადების დღე იყო და პოლიციისთის დამერეკა ჩემი მეგობრები წაეყვანათ ჩემგან არც გამოდიოდა. არ მიფიქრია ასე თუ დასრულდებოდა ყველაფერი...

იხილეთ ასევე: "არც ერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ ვინც დამნაშავეა" - ანი გაბეჩავა დუმილს არღვევს