"არის ვერ­სია, რომ ნაც­ნობ­მა და­ი­ბა­რა, ვი­თომ რა­ღაც გა­სა­უბ­რე­ბის მო­ტი­ვით. გა­პარ­ვის და გა­თხო­ვე­ბის ვერ­სი­ას გა­მოვ­რი­ცხავ" - რას ამბობენ 23 წლის გაუჩინარებული გოგონას ახლობლები? - კვირის პალიტრა

"არის ვერ­სია, რომ ნაც­ნობ­მა და­ი­ბა­რა, ვი­თომ რა­ღაც გა­სა­უბ­რე­ბის მო­ტი­ვით. გა­პარ­ვის და გა­თხო­ვე­ბის ვერ­სი­ას გა­მოვ­რი­ცხავ" - რას ამბობენ 23 წლის გაუჩინარებული გოგონას ახლობლები?

დაკარგული 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა გუშინ ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. გოგონას დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ამდენი დღეა სამართალდამცველები დამაიმედებელს არაფერს ეუბნებიან და დახმარებას ითხოვს.

"სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობთო. მოვიდეს გამომძიებელი, მითხრას, როდის გამოიძიებს ჩემი შვილის ამბავს. მილიონი გამომძიებელია არც ერთი არ მიკავშირდება, არაფერს მეუბნებიან. პირველი დღიდან ვეხვეწები კომპიუტერი გახსნან",- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

შეგახსენებთ, მეხუთე დღეა, რაც გაუჩინარებულ გოგონას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეძებენ. 23 წლის თამუნა ბაჩალიაშვილი სახლიდან შაბათ დილას 11 საათზე გავიდა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" და მას შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია. იმავე დღის 12 საათზე სათვალთვალო კამერებმა მისი ავტომანქანა მარნეულში დააფიქსირა, შემდეგ სოფელ ხაიშში, ბოლოს კი გოგონა ვერცხლიფერი "ჰიუნდაით" სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი იკარგება. პოლიციამ გოგონას პერსონალური კომპიუტერი ამოიღო და აქამდე არ დადგენილა, ვისთან ჰქონდა გოგონას მიმოწერა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა. სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.

ოჯახისთვის უცნობია, რა უნდოდა გოგონას სოფელ ხაიშში, სადაც მას არც მეგობარი და არც ნათესავი ჰყავდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და მათი ვერსიით, შესაძლოა გატაცებასთან გვქონდეს საქმე. დაკარგულის მშობლების ვერსიით, შვილის გაუჩინარება შესაძლოა მის სამსახურს უკავშირდებოდეს. გოგონა სასახურიდან 2 დღის წამოსული იყო, თუმცა დამსაქმებელი კომპანია ("ზეგ-ზენ ონჟინერინგ გრუპი") სამსახურში რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავს. სამძებრო ოპერაციის პარალელურად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა 3 დღეა, რაც გოგონას პერსონალური (სამსახურის) კომპიუტერი ამოიღეს, რომელშიც შესაძლოა საკვანძო ინფორმაცია ინახებოდეს, რაც გამოძიებას სწორ კვალზე დააყენებს. გოგონას ახლობლების თქმით, მათ პაროლის გარკვევა და კომპიუტერის გატეხვა ჯერ ვერ მოახერხეს.

გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა.

როგორც დედა ამბობს, თამუნამ განათლება საფრანგეთში მიიღო კიბერუსაფრთხოების დარგში და საგულისხმოა ის გარემოება, რომ მან ზუსტად არ იცის, სად.

პოლიციამ გოგონას პერსონალური კომპიუტერი წაიღო და აქამდე არ დადგენილა, ვისთან ჰქონდა გოგონას მიმოწერა. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა.

დეა კაპანაძე, თამუნას მეგობარი:

- თამუნა ჩემი ახლო მეგობარია. აბიტურიენტობის დროს გავიცანით ერთმანეთი და მას მერე ერთად მოვდივართ. ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. ბოლოს 12 ივლისის საღამოს ველაპარაკე. 11-ში დედას დაბადების დღე ჰქონდა, ტორტი უყიდა, სიურპრიზის გაკეთებასაც აპირებდა კიდევ, ამას მიყვებოდა, ძალიან კარგ ხასიათზე იყო, მისთვის საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. მამამ სამსახურზე თქვა რაღაც, მის გაუჩინარებას ამას ვუკავშირებო. ჩემთვის არაფერი უთქვამს, უბრალოდ, კარგა ხანია ვიცოდი, რომ სამსახურიდან წამოსვლა და ახალი სამსახურის პოვნა უნდოდა, კარგი ანაზღაურებით, - როგორც თვითონ მეუბნებოდა. თამუნა ადრე საფრანგეთში სწავლობდა, ორჯერ იყო წასული 6-6 თვე, დიპლომი აიღო და რა საგნებიც იქ გაიარა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა არ ჩაუთვალა და დამატებით ერთი წელი დაემატა, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ერთ-ერთ კომპანიაში პროგრამისტი იყო. თამუნა ლამაზი გოგოა და ბევრი ბიჭი სწერდა, მაგრამ როგორც ასეთი, შეყვარებული არ ჰყავდა, არ აინტერესებდა, უნდოდა სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. არ ვიცი, ვერ ვაზროვნებ, რა უნდოდა თეთრიწყაროში, რაღაც ბურუსითაა მოცული ეს ყველაფერი. უცნობის გამო თამუნა არსად წავიდოდა. არის ვერსია, რომ ნაცნობმა დაიბარა, ვითომ რაღაც გასაუბრების მოტივით. გაპარვის და გათხოვების ვერსიას გამოვრიცხავ. პოლიციამ პირველ რიგში დედათა მონასტერი შეამოწმა, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა. ახლა მთვარი მისი ფაილებია, ვნახოთ, რას მოიპოვებს პოლიცია. (იხილეთ სრულად)

იხილეთ განახლებული ინფორმაცია: 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს