"გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსუალური კავშირი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ სკანდალურ შემთხვევაზე - კვირის პალიტრა

"გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსუალური კავშირი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ სკანდალურ შემთხვევაზე

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა წყვილის საქმესთან დაკავშირებით AMBEBI.GE-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით ახალგაზრდა წყვილმა თ. ე-მ და ე.ნ-მ, რუსთავში მოღვაწე ჩინელ ბიზნესმენს, შანტჟის გზით, თანხა გამოსძალეს.

კერძოდ, ახალგაზრდა ქალი, ჩინელ ბიზნესმენს, იმ სექსუალური შინაარსის ვიდეოთი აშანტაჟებდა, რომელიც მისმა ე.წ. ქმარმა ე.ნ-მ გადაიღო. ე.ნ-ს ადვოკატი ანი კეკენაძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ახალგაზრდა ქალის თ.ე-ს მხრიდან წლების განმავლობაში ზეწოლის, შანტაჟის, მუქარისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და მისი წყალობით ის ციხეში ერთხელ უკვე მოხვდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა 23 წლის თ.ე- სამი წლის წინ, სოციალური ქსელით გაიცნო და ურთიერთობა დაამყარა. მას, იმ დროისთვის ცოლ-შვილი ჰყავდა და მეუღლე მეორე ბავშვს ელოდებოდა. ახალგაზრდა ქალი ე.ნ-ს მეუღლესთან მივიდა, უამბო მათი ურთიერთობის შესახებ და მეტი დამაჯერებლობისათვის სექსუალური შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები და ფოტოები აჩვენა.

მეუღლემ ე.ნ. მიატოვა, მეორე ბავშვის მშობიარობის შემდეგ, ორ თვეში კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ე.ნ. ძვირადღირებულ ავტომანქანას ფლობდა და თ.ე-მ მისი დაუფლების მიზნით, ოჯახური ძალადობის სცენა გაითამაშა და მამაკაცი დააჭერინა. ქალმა შემდეგ ციხეში მიაკითხა და უთხრა, რომ მისგან ბავშვს ელოდებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთწლიანი სასჯელი მოიხადა და გათავისუფლების შემდეგ, კვლავ თ.ე-თან ერთად დაიწყო ცხოვრება, თუმცა ქალის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც, ახლა უკვე მან უჩივლა.

ჩვენი სარჩელის შეტანის შემდეგ, სამართალდამცავებს უკვე ქალმა მიაკითხა და პირიქით, კაცს დასდო ბრალი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, ამასთანავე მოითხოვა ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა. სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთან ერთად თ.მ. ე.ნ-ს რკინის ხელკეტის მეშვეობით, რუსთავში თოდრიას ქუჩაზე კუთვნილი ავტომობილი დაუმტვრია. ე.ნ-მ მისი ქმედება მობილურით გადაიღო, თან მოწმეც ჰყავდა, ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნულ ქუჩაზე მამასთან ერთად იმყოფებოდა", - აცხადებს ანი კეკენაძე.

ადვოკატის მტკიცებით, ჩინელი ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვის სქემა, სწორედ ქალის მიერაა შემუშავებული და ე.ნ. მან, მუქარით აიძულა ვიდეო გადეღო. როგორც ის ამბობს, 23 წლის გოგონა მეგობარ მამაკაცს ემუქრებოდა, რომ თუ მის ნათქვამს არ შეასრულებდა, შვილს მოუკლავდა.

გოგონა ყოფილი სპორტსმენია, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი აღნაგობა აქვს, ის ოჯახის წევრებთან ერთად რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა, რომლის თანამფლობელიც ჩინელი ბიზნესმენი იყო. ქალი, მამაკაცს დაუახლოვდა და ერთ საღამოს, მასთან ერთად ავტომანქანაში განმარტოვდა. საქმის მასალებში დევს დაზარალებული ბიზნესმენის გამოკითხვის ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მან ქალს სასტუმროში წასვლა შესთავაზა, თუმცა ქალმა უარი უთხრა და სთხოვა იაღლუჯის მთაზე ასულიყო მანქანით, სიბნელეში გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მათ თავზე დაადგათ, ყვიროდა, ჩხუბობდა, კაცს ხელი ჰკრა, თან მობილური ტელეფონით ვიდეოს უღებდათ. გაგრძელება