ვინ არიან დაკავებული ექიმები, რომელთა წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, კომაში მყოფი გოგონას მდომარებას უკავშირდება - კვირის პალიტრა

ვინ არიან დაკავებული ექიმები, რომელთა წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, კომაში მყოფი გოგონას მდომარებას უკავშირდება

თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე დაკავებულები ცენტრალური კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ცნობილი ანგიო ქირურგი ვახტანგ ყიფიანი არიან.

მათ შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. ექიმებს ბრალი უკვე წარედგინათ.

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" იურისტის, ნუცა ბურდულაძის განცხადებით, კლინიკის დირექტორისა და ექიმის მიმართ წარდგენილ ბრალს დაცვის მხარე არ ეთანხმება. როგორც ბურდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია საგამოძიებო უწყების მიერ ინტერპრეტირებული სახით გავრცელდა და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

"სამწუხაროდ, ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია. "თბილისის ცენტრალურ სავადმყოფოში" დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ხდებოდა იტალიიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა და მათ არაერთი ოპერაცია ჩაატარეს.

კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობდნენ ოპერაციაში ისევე, როგორც ეს ცნობილი იყო პაციენტისთვის და მისი კანონიერი წარმომადგენლებისთვის. არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბურდულაძემ. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე:"ნუ გადაიყვანენ ოჯახს ჭკუიდან, ყველაფერს აქვს ზღავრი" - ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვეა კომაშია