"ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - რას ამბობს გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - რას ამბობს გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?

ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბუსა ჟვანიას დედამ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ დაზარალებულის ოჯახს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რის შემდეგაც დაჭრილის ბაბუამ გოგი თოფაძემ AMBEBI.GE-სთან განაცხადა: "ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება".

როგორც გავარკვიეთ, ბიზნესმენი და ყოფილი პარლამენტარი ბუსა ჟვანიას დედას ნინო ქადაგიძეს უკვე შეხვდა. საუბრის შინაარსი უცნობია, თუმცა შეხვედრის შემდეგ ლევან თოფაძის ბაბუა ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის ბრალის დამძიმება საქმის მასალებიდან გამომდინარე მოხდა და არა იმიტომ, რომ თოფაძეებმა მოითხოვეს.

AMBEBI.GE დაჭრილი ლევან თოფაძის ბაბუას, გოგი თოფაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო გოგი, როგორია ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- გადავრჩით, ლევანიკო უკეთაა. ხვალ, ან ზეგ საავადმყოფოდან გაწერენ და შინ გავაგრძელებთ მკურნალობას. იხილეთ სრულად