რა მოჰყვა ქართველი "კანონიერი ქურდების" დაპირისპირებას საბერძნეთში გამართულ "სხადნიაკზე"
საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, საბერძნეთში, ათენის ერთ-ერთ ფეშენებელურ უბანში დაკავებული ქართველი კრიმინალის სანდრო ქურასბედიანის, იგივე "სანდრიკას" დაკავება, რომელიც მედიის ცნობით, სრულიად შემთხვევით მოხდა, შესაძლოა ორი კლანის დაპირისპირების მიზეზად იქცეს. როგორც ცნობილია, 36 წლის სანდრო ქურასბედიანი ე.წ. კანონიერი ქურდის, ვაჟა ბიგანიშვილის "მარჯვენა ხელად" ითვლებოდა.
ამჯერად დაპირისპირება კრიმინალური სამყაროს ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებს შორის მოხდა. თბილისელი "კანონიერი ქურდი" 63 წლის ვაჟა ბიგანიშვილი, ქუთაისელ, 39 წლის შოთიკო თევდორაძეს დაუპირისპირდა.
ორ კრიმინალს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა 2015 წელს, ქუთაისური კლანის წარმომადგენლებმა, მათ შორის კი თევდორაძემ არ აღიარა "კანონიერ ქურდად" ბიგანიშვილის ნათლული გეგა მოდებაძე და მეტიც, ფეხით სცემა კიდეც. რამდენიმე წლის შემდეგ, "კრიმინალური ავტორიტეტის" დათო სებისკვერაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ "სხოდკაზე", სადაც ნაცემი გეგა მოდებაძის ამბავი წყდებოდა, ვაჟა ბიგანიშვილი არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას და დატოვა შეკრება. ბიგანიშვილი და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ შოთიკო "არაქურდულად" მოიქცა და შერიგება შეუძლებელი იყო.
ამ კონფლიქტის შედეგად, ვაჟა ბიგანიშვილმა, რომელიც "ქურდულ სამყაროში" საკმაოდ გავლენიან და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღებ პირად ითვლება, რამდენიმე "კანონიერი ქურდის" ღირსება ეჭვქვეშ დააყენა, მათ შორისაა: შოთიკო თევდორაძე, "კვატია", "ნიჟარაძე", ზაზა ამბროლაძე და ლაშა ჯოლოღუა.
Прайм Крайм-ის წყაროს ინფორმაციით, საბერძნეთში, 2020 წლის ივლისში შოთიკო თევდორაძემ მისი მომხრეები შეკრიბა, "სხოდკას" ამ საქმეში ნეიტრალური "კრიმინალური ავტორიტეტი", 60 წლის "მატვეი სოხუმსკის" სახელით ცნობილი მატვეი კარაბულატი ხელმძღვანელობდა.
"სხოდკაზე" შეკრებილებმა ვაჟა ბიგანიშვილს სოსო ტერტერაშვილის დამოუკიდებლად "კურთხევის" გამო შენიშვნა მისცეს. ბიგანიშვილმა კი განაცხადა, რომ ისინი, ვინც ეს შენიშვნა გამოუგზავნეს, მათ შორის კი ზაზა ამბროლაძე და ლაშა ჯოლოღუა, მისთვის "კანონიერ ქურდებად" აღარ ითვლებიან. ვაჟასთვის გაურკვეველი იყო, რატომ დარდობდნენ ისინი სხვის ღირსებაზე, როცა მან ამ შეკრებაზე მონაწილე კრიმინალების ღირსება ეჭვქვეშ დააყენა.
ბოლო პერიოდში თბილისელი "კრიმინალური ავტორიტეტის" ვაჟა ბიგანიშვილის თანამებრძოლის, "სანდრიკას" მოულოდნელი დაკავება ბიგანაშვილთან ბრძოლის ახალ ხერხად მიიჩნიეს. Прайм Крайм-ის ცნობით, შესაძლოა ვაჟასთან გამკლავება "ქურდული" საშუალებებით ვერ მოახერხეს და ამ საქმეში სამართალდამცავები სწორედ ამიტომ ჩაერია. (წყარო)
მოამზადა ნიკა გულუამ