"ბიჭი გულნატკენია, რომ თამუნამ მის თავს კარიერა ამჯობინა" - რას წერს ჩვენებაში ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებული, თემურ ჭანუყვაძე
ამ რამდენიმე დღის წინ, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე თემურ ჭანუყვაძეზე, რომელიც მათი ინფორმაციით 23 წლის პროგრამისტის შეყვარებული იყო.
ვინ არის თემუ ჭანუყვაძე და რას წერს ჩვენებაში ის, "კვირის პალიტრა" ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა:
- გამოჩნდა თამუნას დედის დეიდა, რომელიც ამბობს, რომ თქვენ ვიღაცის დავალებებს ასრულებთ...
- არ ვიცნობ, ვინ არის. ეტყობა, ამ ხელისუფლებას და სუს-ს ძალიან ვუშლი ხელს, ჩემ მიერ მოძიებულმა დეტალებმა პრობლემა შეუქმნა. ჰკითხეთ ქალბატონ თეონას, სანდო ვარ თუ არა. ამდენი ხანია მათთან დავდივარ და იქ ბებია არავინ მინახავს. მე მიხდიან და მე ვასრულებ ვინმეს დავალებას? მაშინ მაგ ქალს მოუწევს ყველა იმ პირის დასახელება, ვის დავალებასაც ვასრულებ. ჩემთვის ნათელია, რა დავალებასაც თვითონ ასრულებს - უნდათ ჩამოვშორდე საქმეს და რეპუტაცია შემილახონ, იმიტომ, რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებენ!
- იმ ქალის თქმით, თურმე თამუნა გამოუტყდა, რომ ნიკა გეჯაძე, თავისი მენეჯერი ჰყვარებია.
- თამუნას შეყვარებულის ჩვენებაც მაქვს წაკითხული, ნიკა გეჯაძის მიმართ სიყვარულის კი რა მოგახსენოთ, მოწონება ერთია, სიყვარული - მეორე.
- რას წერს ჩვენებაში თამუნას ყოფილი შეყვარებული თემურ ჭანუყვაძე?
- მათ ორწელიწად-ნახევარი უყვარდათ ერთმანეთი. თემუკა თამუნაზე 1-2 წლით უფროსია, ისიც პროგრამისტია, ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მისი ჩვენება რომ წავიკითხე, აღვფრთოვანდი. მისი ჩვენებით დავრწმუნდი, რომ თამუნა მაგარი გოგო ყოფილა, მას ისე აღწერს, როგორც ფენომენურ ადამიანს. წარმოიდგინეთ, სტუდენტი, რომელიც ქირით ცხოვრობს თბილისში, საფრანგეთში რომ ჩავა გოგონასთან, როგორ ჰყვარებია.
- რატომ დაშორდნენ?
- ბიჭი გულნატკენია, რომ თამუნამ მის თავს კარიერა ამჯობინა. მისთვის ტრავმა იყო დაშორებაც, თამუნას გარდაცვალებაც და როგორც ღირსეული მამაკაცი, არაფერზე ლაპარაკობს. (იხილეთ სრულად)
იხილეთ ასევე: "ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ"