"თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, არ გაბედოს არავინ!" - რას ამბობს გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას სასჯელზე - კვირის პალიტრა

"თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, არ გაბედოს არავინ!" - რას ამბობს გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას სასჯელზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

როგორც ცნობილია, ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან - განხზრახ მკვლელობის მცდელობიდან 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუა, გოგი თოფაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ბუსა ჟვანიამ მისჯილ წლებზე ადრე პენიტენციური დაწესებულება არ უნდა დატოვოს.

"სამი წელი მიუსაჯეს, წავედი იმაზე, რომ წელიწადნახევარი მიეცათ, ამ წლის ბოლოს გავა წელიწადნახევარი. თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ!" - განაცხადა თოფაძემ.

"ინტერპრესნიუსი"