"ჯანგიძე 2009 წლიდან კრასნოდარის მხარის "მაყურებლად" ითვლებოდა" - ვინ არის რუსეთში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, კრასნოდარში ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი", 37 წლის დათო ჯანგიძე, იგივე დათო "კრასნოდარსკი" დააკავეს. ქართველ "კანონიერ ქურდს" კრიმინალურ იერარქიაში ყველაზე მაღალი საფეხურის დაკავების გამო კრასნოდარის მხარის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი რუბლი ჯარიმა დააკისრა.
როგორც ცნობილია, ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელიც ამ დრომდე როსტოვის ოლქის მაცხოვრებელია, "კრიმინალური სამყაროს" წევრი 2013 წელს გახდა. ის რომში ერთ-ერთი "სხოდკისას" "მონათლეს". ჯანგიძე მაშინ ყველაზე ახალგაზრდა "კანონიერი ქურდი" იყო, ის 29 წლის გახლდათ. სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ჯანგიძეს კრასნოდარის მხარეში დიდი გავლენა ჰქონდა.
ახალი კანონის მიხედვით, რახან ის კრიმინალურ იერარქიაში ყველაზე მაღალ საფეხურს იკავებს, აღარ არის საჭირო გამოიძიონ, არის თუ არა ის სხვა დანაშაულებებში მონაწილე. სასამართლომ მას ჯარიმასთან ერთად თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა, თუმცა, როგორც ცნობილია, ქართველი "კანონიერი ქურდი" დანაშაულს არ აღიარებს.
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, ჯანგიძე 2009 წლიდან კრასნოდარის მხარის "მაყურებლად" ითვლებოდა.
კარასნოდარის მხარის სასამართლომ "კრიმინალური ავტორიტეტის" გასამართლების გარდა, მიმართა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მაკონტროლებელ ფედერალურ ორგანოს, რათა მათ აქტიურად გააკონტროლონ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" მუშაობა.
როგორც სასამართლოზე ითქვა, საიტზე აქტიურად ქვეყნდება ინფორმაცია "კრიმინალური სამყაროს" წევრებისა და ამ სუბკულტურის მიმდევართა საქმიანობაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის. ამ ინფორმაციის აქტიური გავრცელება კი შესაძლოა, სახელმწიფოსთვის და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთის დამაზიანებელი იყოს. (წყარო)
მოამზადა ნიკა გულუამ