"თავდასხმის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო" - ვინ არის "საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი?
დღეს, 4 საათზე "საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის მათი გათავიუსფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარს ოთხოვდა.
"რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, - განაცხადეს ამ ცოტა ხნის შსს-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველს 23 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, რომლებიც დამანაშავის დაკავებამდე გაათავისუფლეს.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი არის თელავის მცხოვრები, 49 წლის შალვა მელიქიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის აზრტულ თამაშებზეა დამოკიდებული და ხელყუმბარა, რომელიც თავდასხმისას თან ჰქონდა, დიდი ალბათობით, საბრძოლო მდგომარეობაში არ იყო.