ნიკრისის ქარი
ნიკრისის ქარი (პოდაგრა) სახსრების დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია უეცარი შეტევა, ძლიერი ტკივილი (უმეტესად ფეხის ცერისა). ქრონიკული
დაავადება ხელს უწყობს სახსრების დეფორმირებას. ნიკრისის ქარს იწვევს:
ნივთიერებათა ცვლა, შარდმჟავას გამხსნელი ფერმენტების არარსებობა, ხოლო გაუხსნელი შარდმჟავას მარილები მიკროკრისტალებად ლაგდება სახსრებსა და თირკმლებში. შარდმჟავას ცვლა შეიძლება დაირღვეს გასუქების, დიაბეტისა და თირკმლების დაავადების დროს. უპირველეს ყოვლისა, მკურნალობა უნდა დაიწყოთ შარდმჟავას მარილების ნაერთების შემცირებით - რევმატოლოგების მიერ სპეციალურად შერჩეული თერაპია ხელს უშლის მათ წარმოქმნას და გამოდევნის ორგანიზმიდან. ნიკრისის ქარის დროს რეკომენდებულია ანთებსაწინააღმდეგო, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი ბალახების ნახარში.
სასარგებლოა გვირილის (აფთიაქის), ცაცხვის, შავი დიდგულას და კრაზანას ნაერთის ნახარში. პირველ რიგში, უნდა შეამციროთ ნუკლეინის მჟავას შემცველი პროდუქტების მიღება. ასეთებია: სუბპროდუქტები (ღვიძლი, თირკმელი, გული), ბულიონი, შებოლილი ხორცი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, კვერცხი, ყავა, შოკოლადი, ყურძენი, მარილიანი, ცხარე და მწარე საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ რძის პროდუქტს, პურს, ყველს, კარტოფილს, ბურღულეულს.