"თუ დონალდს ნომერს მივცემდი, მეც მისი ერთი რიგითი ქალი გავხდებოდი" - აშშ-ის ყველაზე სექსუალური პირველი ლედი - კვირის პალიტრა

"თუ დონალდს ნომერს მივცემდი, მეც მისი ერთი რიგითი ქალი გავხდებოდი" - აშშ-ის ყველაზე სექსუალური პირველი ლედი

ფოტოგალერეა

დონალდ ტრამპის მეუღლით, მელანია ტრამპით მსოფლიო მედია განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა მილიონერმა მეუღლემ ამერიკის პრეზიდენტობაზე გამოთქვა პრეტენზია. ახლა კი, როცა მელანია უკვე აშშ-ის პირველი ლედია, მის მიმართ მედიის ყურადღება გაორმაგებულია.

განიხილავენ ყველაფერს, მელანიას ჩაცმულობას, გარეგნობას, ლაპარაკის მანერას, სახის მიმიკასაც კი. თუმცა, საინტერესოა, როგორ გახდა სლოვენიელი "კონკია" აშშ-ის ყველაზე სექსუალური პირველი ლედი.

მელანია კნაუსი 1970 წლის 26 აპრილს სლოვენიაში, იმჟამინდელ იუგოსლავიაში დაიბადა. ის ერთი პატარა ქალაქის პატარა სახლში, საშუალო სტატისტიკურ ოჯახში გაიზარდა. მამა ვიქტორ კნაუს კომუნისტრური ლიგის აქტიური წევრი იყო, თუმცა ამბობენ, რომ დედა ამალია ყოველთვის გამოირჩეოდა ანტიკომუნისტური განწყობებით.

მელანიას ჰყავს და ინესი და ნახევარძმა მამის მხრიდან დენისი, რომელსაც, ამბობენ რომ არასდროს შეხვედრია, რადგან მამას პირველ ოჯახთან კავშირი სრულად აქვს გაწყვეტილი.

მელანიამ დიზაინისა და ფოტოგრაფიის საშუალო სკოლა დაამთავრა, მოგვიანებით კი ლუბლიანას უნივერსიტეტში სწავლობდა. ცნობილია, რომ ის 6 ენაზე ლაპარაკობს - ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, გერმანულად, სერბიულ-ხორვატიულად და მშობლიურ სლოვენურად.

ულამაზეს გოგონას მოდელობის დაწყება მთლად 5 წლის ასაკში მოუხდა,  ხოლო პირველად რეკლამაში 16 წლისა გადაიღეს. 18 წლის მელანიამ კონტრაქტი გააფორმა სამოდელო სააგენტოსთან მილანში, იტალიაში. 1996 წელს მელანია ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მისი სამოდელო კარიერა გაგრძელდა. ამერიკაში ემიგრირებული მელანია მოხვდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე როგორიცაა Harper's Bazaar, In Style Weddings, New York Magazine, Avenue, Allure, Vanity Fair Vogue და GQ.

ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ მელანია მომავალ ქმარს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის მოდის კვირეულს ერთ-ერთ წვულებაზე შეხვდა.

იმ დროს დონალდი ახალი გაშორებული იყო მეორე ცოლს, თუმცა წვეულებას სხვა თანმხლებ ქალბატონთან ერთად ესწრებოდა.

მაგრამ იმ დროს, როდესაც ქალების მუსუსად წიდებულმა დონალდმა თანმხლები  საპირფარეშოში წასული დაიგულა, მელანიასათან მივიდა.

როდესაც მილიონერმა 28 წლის მელანიას ტელეფონის ნომერი სთხოვა, ბიზნესმენი ქალმა უარით გაისტუმრა.

თუმცა მელანიამ იცოდა რა დონალდის საქმიანობა და რეპუტაცია, ტელეფონის ნომერი იქით მოსთხოვა. მელანია იხსენებს, რომ აინტერესებდა რა ნომერს მისცემდა ტრამპი - საქმიანს თუ პირადს: "თუ რომელ ნომერს მოგცემს მამაკაცი, ეს მასზე ბევრს მეტყველებს" და თუ მას დავუჯერებთ, დონალდმა "ყველა ნომერი მიცსა".

მოგვიანებით ერთ-ერთ ინტრვიუში მელანიამ განაცხადა, "თუ დონალდს ნომერს მივცემდი, მეც მისი ერთი რიგითი ქალი გავხდებოდი".

მელანიასა და დონალდის ქორწილი 2005 წლის 22 ინვარს, ფლორიდაში "პალმ ბიჩზე" გაიმართა. ჟურნალ GQ-ს მიხედვით, მელანიას "დიორის" 100 000 დოლარიანი საქორწილო კაბა ეცვა, რომელსაც 1500 კრისტალი ამშვენებდა, რომლის გაკეთებასაც 550 საათი დასჭირდა.

კაბა იმდენად მძიმე და დიდი იყო, რომ საქორწინო ცერემონიის შემდგომ წველებაზე მელანია სტუმრებს ვერა ვანგის კაბით გამოეცხადა. ამბობენ, მისი 12 კარატიანი საქორწილო ბეჭდი 1.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირდა.

350 სტუმარს შორის სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, ბილ და ჰილარი კლინტონებიც იყვნენ.

2010 წლის თებერვალში, მელანიამ საკუთარი დიზაინით დამზადებული საიუველირო კოლექცია გამოუშვა.

2006 წლის 20 მარტს, მელანიასა და დონალს ვაჟი, ბარონ უილიამ ტრამპი შეეძინა. რადგანაც პატარა ბარონი ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეა, მელანია და ბარონი ნიუ-იორკში იქნებიან, დონალდ ტრამპი კი თეთრ სახლში, ვაშინგტონში.

მელანიას ფოტოები ხშირად ვრცელდებოდა არცთუ ძვირადღირებულ გამოცემებში. ფოტოები საკმაოდ თამამიც იყო. სწორედ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავრცელდა შიშველი მელანიას ფოტოები. თუმცა ამ ხერხმა ტრამპის კამპანიას ვერაფერი დააკლო.

წინასაარჩევნო კამპანის დროს მელანია მეუღლის აქტიური მხარდამჭერი იყო.

ამ პერიოდში მელანიას ქურდობაც დასწამეს, კერძოდ ის, რომ მელანიამ მიშელ ობამას ერთ-ერთი გამოსვლის ტექსტი სიტყვა სიტყვით გაიმეორა.

იხილეთ ფოტოგალერეა: მელანია ტრამპი - აშშ-ის ყველაზე სექსუალური პირველი ლედი