დედამ დაარწმუნა ნანი, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლადო - ვინ იყო ნანი ბრეგვაძის მეუღლე?
ნანი ბრეგვაძის დიდება და მარტოობა: რა მსხვერპლის გაღება მოუწია ცნობილ მომღერალს პოპულარობისთვის
ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის პოპულარობას საბჭოთა კავშირის პერიოდში მართლაც რომ საზღვარი არ ჰქონდა. მშვენიერი ქალბატონი მკვეთრი აქცენტითა და ძლიერი ხმით ყოველთვის ხვდებოდა საზოგადოების თვალთახედვის არეში. მისით მოხიბლული მამაკაცები მუდმივად ცდილობდნენ მის მოხიბვლას, თუმცა მომღერალი ყველასთვის მიუწვდომელი იყო. მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ის ბუბა კიკაბიძესთანაც კი დააქორწინა, თუმცა ამ დროს მას სახლში ის მამაკაცი ელოდა, რომელსაც ორჯერ გაჰყვა ცოლად, საბოლოოდ კი ისევ მარტო დარჩა...
"დედიკოს გოგო"
როგორც ამბობენ, ნანი ბავშვობიდან ყოველთვის დამჯერი გოგო იყო. ის 1936 წელს, თბილისში მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა, გოგონასაც მუსიკალური ნიჭი და არისტოკრატული მანერები მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი და ამავე დროს მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან ასწავლა და შეაყვარა გოგონას მუსიკა, ფაქტობრივად, მანვე დაგეგმა ნანის ცხოვრება, იზრუნა მის განათლებასა და კარიერაზე, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ის იყო ნანის უპირველესი კრიტიკოსი.
დედა ნანისთან დაახლოებულ ყველა ყმაწვილს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, მათ შორის იყო მერაბ მამალაძეც. გოგონას მერაბი მოსწონდა, თუმცა ის მერაბში მხოლოდ მეგობარს ხედავდა.
დროთა განმავლობაში, მერაბმა თავისით გამოიჩნა ინიციატივა, სასწავლებლიდან მომავალ გოგონას შინ აცილებდა, იჩენდა დიდ ყურადღებას, საჩუქრებითაც ანებივრებდა. დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო.
ნანის გათხოვება არ სურდა, თუმცა როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია.
გათხოვების შემდეგ ნანის მერაბის მშობლებთან ერთად მოუწია ცხოვრება, სამეცადინოდ წასასვლელად თითქმის მთელი ქალაქი უნდა გაევლო. როცა გაიგო, რომ მისი მონატრების გამო დედა ღამ-ღამობით ტიროდა კიდეც, გოგონამ დაარწმუნა მეუღლე და ისინი ოლგა ალექსანდროვნასთან გადავიდნენ საცხოვრებლად.
დედა ნანის მაქსიმალურდა უწყობდა ხელს, ეკას დაბადების შემდეგ, ბავშვის აღზრდაც საკუთარ თავზე აიღო.
ნანი ყოველთვის მამაკაცების წრეში ტრიალებდა, ანსამბლ "ორერაში" ის ერთადერთი გოგონა იყო, თუმცა ის ბიჭების კიდევ ერთი ძმაკაცი გახლდათ, თურმე მეგობრები ნანის ხუმრობით "შალიკოსაც" კი ეძახდნენ... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი მეუღლე მაინც ეჭვიანობდა.
მერაბი გაწონასწორებული პიროვნება იყო, იმდენად თავდაჭერილი, რომ ნანი ვერ ამჩნევდა მის ეჭვიანობას. მაშინაც კი, როცა მერაბმა მოუხშირა მოულოდნელად, გვიან ღამით იმ სასტუმროს ნომერში გამოცხადებას, სადაც ამა თუ იმ გასტროლისას, ნანი ათევდა ღამეს... ის გაოცებულ ნანის უხსნიდა, რომ ამას მონატრების გამო აკეთებდა. წარმატებულ მომღერალს ეჭვიც არ შეუტანია მეუღლის საქციელში, რადგან მიიჩნევდა, რომ მეუღლე ამას მისი დიდი სიყვარულის გამო აკეთებდა...
თუმცა საბოლოოდ მაინც წაუყენა პირობა მერაბმა,- ან - მე, ან - შენი ანსამბლიო. ნანი მზად იყო ოჯახის შესანარჩუნებლად უარი ეთქვა კარიერაზე, თუმცა ანსამბლის ხელმძღვანელმა დაარწმუნა მერაბი, ბოლოჯერ გაეშვა მეუღლე კონცერტზე...
მორიგი სიმღერის დასრულების შემდეგ, მერაბი მისულა ნანისთან და უთქვამს: "შენ უნდა იმღეროო!"
მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ნანი დაიღალა ეჭვიანობის სცენებით და მათი ქორწინება დასრულდა.
ნანის თავისუფლებით ტკბობა არ დასცალდა... დაშორებიდან მალევე მერაბი დააკავეს...
აღმოჩნდა, რომ მას რაღაც საქმე წამოუწყია და საეჭვო დოკუმენტებზე ჰქონდა ხელი მოწერილი, რის გამოც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის სასჯელის მოსახდელად ესტონეთში გაუშვეს. ნანი ძალიან განიცდიდა მეუღლის დაკავებას, მით უფრო, რომ იცოდა მას ესტონეთში მარტო ძალიან გაუჭირდებოდა...
მეუღლის დაკავებით შეწუხებული ნანი პირდაპირ ედუარდ შევარდნაძესთან წავიდა, რომელსაც მერაბის საქართველოს ციხეში გადმოყვანა სთხოვა. თხოვნა საქართველოს იმჟამინდელმა პირველმა პირმა შეუსრულა. გათავისუფლებულმა მერაბმა ნანის ძველი საქციელის გამო პატიება სთხოვა და ცდილობდა ურთიერთობა გამოესწორებინა.
"დიდების საფასური"
ციხიდან გამოსული მერაბი უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა. ნანის თავიდან შეუყვარდა მეუღლე. მათ ისევ ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება. მერაბი ნანის დაჰყვებოდა გასტროლებზე. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად იყო, თუმცა ოჯახში პრობლემამ იჩინა თავი. მერაბი სამსახურს ვერ შოულობდა, განიცდიდა, დარდის ალკოჰოლით მოკვლას ცდილობდა... და ისევ დაიწყო ეჭვიანობა. ნანი ამჯერად საბოლოოდ დაშორდა მერაბს. ყველასთვის საყვარელ მომღერალს მეუღლისგან მხოლოდ პატივისცემა და ურთიერთგაგება სურდა, თუმცა მას ოჯახში ეს ყველაფერი აკლდა.
ნანის არაერთი მამაკაცი ეტრფოდა, თუმცა მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულად სიმღერა იქცა... ნანიმ იცოდა, რაც იყო სიყვარული, მაგრამ პირად ბედნიერებაზე უარის თქმა მოუხდა... მიუხედავად ამისა, მშვენიერი ქალბატონი არაფერს ნანობს, ამბობს რომ ბედნიერია, ჰყავს საოცარი ოჯახი - შვილი ეკა მამალაძე, შვილიშვილები და შვილთაშვილები. (წყარო)
იხილეთ ფოტოგალერეა
თარგმნა ეკა გადახაბაძემ