კოლინდას საფეხბურთო პოლიტიკა - ხორვატიის პირველი პრეზიდენტი ქალის ცხოვრება და სიყვარული
"მე ნაკრების მაისურით ყოფნა ვამჯობინე"
რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. უკვე ცნობილია პირველი ფინალისტის ვინაობა, 10 ივლისს გამართულ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამოვლინდება მეორე ფინალისტი.
ხორვატიის ნაკრების გულშემატკივართა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ქვეყნის პრეზიდენტი, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, რომელიც ჩემპიონატზე ნაკრების თამაშებს ესწრება და საკუთარი გუნდის გამარჯვების შემდეგ არც ემოციებს მალავს. რუსეთ-ხორვატიის შეხვედრის შემდეგ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ხორვატიის ნაკრების გამარჯვებასთან ერთად, ქვეყნის პრეზიდნეტის რეაქციამაც მიიქცია, როდესაც მატჩის შედეგ, ვიპ-ლოჟაში მყოფი კოლინდა ფეხზე წამოფრინდა და გამარჯვებას ზეიმობდა, მის გვერდით მყოფი რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი კი დადუმებული იჯდა.
კოლინდა მხოლოდ სტადიონზე ყოფნას არ ჯერდება და მოგებული მატჩის შემდეგ გასახდელში მყოფ ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელებს სტუმრობს ხოლმე. ხორვატიის პრეზიდენტი გამარჯვებას ნაკრებთან ერთად სიმღერითა და ცეკვით აღნიშნავს ხოლმე.
ვინ არის ხორვატიის ნაკრების გულანთებული გულშემატკივარი და ამავე ქვეყნის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი?
კოლინდა 1968 წლის 29 აპრილს ხორვატიის ქალაქ რიეკასთან ახლოს, სოფლის უბრალო მაცხოვრებლის ოჯახში დაქიბადა. მამა ბრანკო, ხორცის მაღაზიის პატრონი იყო, ხოლო დედა, დუბრავკა დიასახლისი. მამა ბიჭზე ოცნებობდა, თუმცა ოჯახში გოგონა გაჩნდა. ბავშვობაში კოლინდა სტიურდესობასა და თარჯიმნობაზე ოცნებობდა და მისგან საპრეზიდენტო გეგმები შორს იყო. გოგონას უყვარდა ნადირობა, ფეხბურთი და ბიჭებთან მეგობრობა.
განათლება
სკოლაში კოლინდა ფრიადოსანი მოსწავლე გახლდათ. გოგონას კარგი განათლებისთვის მისი მშობლები და ბებია-ბაბუა არაფერს იშურებდნენ. მისი საყვარელი საგნები ისტორია და უცხო ენები იყო.
17 წლის კოლინდამ სასწავლო გრანტი მოიპოვა და აშშ-ში ინგლისურის შესასწავლად გაემგზავრა. მიუხედავად სტიპენდიის მოპოვებისა, აშშ-ში ცხოვრებისა და სწვალისათვის დამატებითი ფინანასები იყო საჭირო, ამიტომ კოლინდამ მუშაობა დაიწყო. ის ძიძად და ინგლისური ენის რეპეტიტორად მუშაობდა.
ხორვატიაში დაბრუნებლმა ზაგრების უნივერისტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო, ასევე ბაკალავრის ხარისხი ესპანური და ინგლისური ენების ლიტერატურაში.
კარიერა
ხორვატიის მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერა 1992 წელს დაიწყო. 24 წლისა ხორვატიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს დეპარტამენტში მრჩეველი გახდა. მოგვიანებით კი მრჩევლის თანამდებობა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიკავა.
2003 წელს კოლინდა პარლამენტში შევიდა და მალე ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი გახდა. 2 წლის შემდეგ ის ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაიბარა, ხოლო 2008-დან 2011 წლამდე ხორვატიის ელჩი იყო აშშ-ში.
კოლინდა გრაბარ -კიტაროვიჩი ხორვატიის პრეზიდენტი 2015 წელს გახდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 50,42 %-ით. ხორვატიის ისტორიაში კოლინდა პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
პირადი ცხოვრება
მომავალი მეუღლე იაკობ კიტაროვიჩი კოლინდამ უნივერსიტეტში სწვალისას, 1989 წელს გაიცნო. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ, როდესაც კოლინდა 28 წლის გახდა. 2001 წელს 33 წლის კოლინდას გოგონა, კატარინა ეყოლა, ხოლო 35 წლის ასაკში ბიჭუნას - ლუკას დედა გახდა.
იაკობი ზაგრების უნივერსიტეტში ინჟინერიისა ფაკულტეტზე სწავლობდა.
საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ხორვატიის პრეზიდენტი?
2015 წელს ინტერნეტში გავრცელდა ბიკინში გამოწყობილი ქერა, ლამაზი ქალბატონის ფოტოები, რომელზეც სოციალურ ქსელში ამბობდნენ, რომ ხორვატიის პრეზიდენტი იყო. საქმე იმაშია, რომ იმ დროს კოლინდა მართლაც დასასვენებელად იყო წასული. საზოგადოების კრიტიკა ზედმეტად გამომწვევმა საცურაო კოსტუმმა დაიმსახურა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოებზე ხორვატიის პრეზიდენტი კი არა, მსახიობი ნიკოლ ოსტინი იყო ასახული.
თუმცა, კოლინდას დასვენების ამსახველი ფოტოები ბოლოს მაინც გავრცელდა, რომელმაც არანაკლები აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში, მიუხედავად იმისა, რომ მისი საცურაო კოსტუმი მოკრძალებული იყო, კოლინდას ფიგურამ საერთაშორისო აღტაცება გამოიწვია.
სტილი
50 წლის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ყავისფერთვალებიანი პოლიტიკოსი, ქალური ფორმებით და მომხიბლავი ღიმილით. კოლინდა უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ სტილს, ელეგანტურ კაბებსა და კლასიკურ ქურთუკებს. მის საყვარელ ფერებს შორისაა შავი, თეთრი და წითელი.
ჰობი
კოლინდა გატაცებულია ფეხბურთით და ნაკრების თამაშებსაც აქტიურად ესწრება. მას ხშირად ნახავთ სტადიონზე, ნაკრების გულშემატკივართა შორის.
"მინდოდა მეჩვენებინა, რომ მეც ისეთივე გულშემატკივარი ვარ, როგორც სხვა ყველა და მზად ვარ მხარდაჭერა გამოვუცხადო გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ ვიპ-ზონას თავისი დრესკოდი აქვს, სადაც გოგონები გრძელი კაბებეით იწონებენ თავს, მე ნაკრების მაისურით ყოფნა ვამჯობინე", - ამბობს კოლინდა.
სპორტის გარდა ის გატაცებულია ლიტერატურითა და უცხო ენებით. ინგლისური და ესპანურის გარდა, ფლობს პორტუგალიურ ენას, ასევე მეტნაკლებად იცის გერმანული, ფრანგული და იტალიური.
2010 წელს კოლინდას ქმარი სკანდლაში გაეხვა იმის გამო, რომ საელჩოს მანქანას პირადი მიზნებისთვის იყენებდა. იმ დროის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდონ იანდროკოვიჩმა შიდა გამოძიება დაიწყო. საბოლოოდ, კოლინდამ ქმრის მიერ გამოყენებული მანქანის ხარჯები მთლიანად დაფარა.
მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა
იხილეთ ვიდეო - ხორვატიის პრეზიდენტმა ფეხბურთელებს გამარჯვება გასახდელში მიულოცა