ცარიელი ქუჩები, საავადმყოფოდ გადაკეთებული სტადიონები... - სულისშემძვრელი ფოტორეპორტაჟი კარანტინის ზონიდან - კვირის პალიტრა

ცარიელი ქუჩები, საავადმყოფოდ გადაკეთებული სტადიონები... - სულისშემძვრელი ფოტორეპორტაჟი კარანტინის ზონიდან

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის. ჩინეთი, სადაც ვირუსი გაჩნდა, მისი შეჩერებისთვის ყველაფერს აკეთებს. ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და დაინფიცირებულთა რიცხვის მომატების შემდეგ, 23 იანვარს ჩინეთის მთავრობამ ქალაქ უხანში კარანტინი გამოაცხადა. კორონავირუსი სხვა არაერთ ქვეყანაშიც დაფიქსირდა, უახლესი მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 31 485 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 638. ვირუსის დამარცხება უკვე 1.603 ადამიანმა შეძლო, აღსანიშნავია, რომ განკურნებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება.

ამერიკულმა გამოცემამ BuzzFeed News-მა გამოაქვეყნა ფოტოები, რომელიც ასახავს ცხოვრებას ქალაქში, სადაც უკვე ორი კვირაა კარანტინია. სპეცტანსაცმლიანმა პირებმა ქუჩაში ნახეს გარდაცვლილი მამაკაცი, 30 იანვარი წყლის ძლიერი ჭავლით რეცხავენ ქუჩებს, 3 თებერვალი

ცარიელი ქუჩები კარანტინში, 31 იანვარი

იზოლაციაში მყოფი ქალბატონი იღებს მთავრობისგან გამოყოფილ საკვებს, 3 თებერვალი

ცარიელი ქალაქი ახალი წლის დღეს, 3 თებერვალი

alt

მუშები აწყობენ საწოლებს ქ. უხანის საერთაშორისო კონფერენციისა და გამოფენის ცენტრში, 4 თებერვალი

საერთაშორისო კონფერენციისა და გამოფენის ცენტრი საავადმყოფოდ გადააკეთეს, 4 თებერვალი

ჰოუშენშანის საავადმყოფო ქ. უხანში, 2 თებერვალი

აეროპორტის თანამშრომელი ფრენების გაუქმებამდე, 1-ლი თებერვალი

სამხედრო სამედიცინო პერსონალი,  2 თებერვალი

ექიმები ამზადებენ პალატებს ჰუოშენშანის საავადმყოფოში, 3 თებერვალი

მაშველი ემზადება იმისთვის, რომ დაეხმაროს  იზოლაციაში მყოფ ხალხს, 3 თებერვალი

სამედიცინო პერსონალს გადმოყავს პაციენტი ჰუოშენშანის საავადმყოფოში, 4 თებერვალი

სამედიცინო პერსონალი უმკლავდება სამედიცინო ნარჩენებს ჰანკოუს საავადმყოფოში

სამედიცინო პერსონალი ჰუოშენშანის საავადმყოფოში, 4 თებერვალი

(სპეციალურად საიტისთვის)