გლოვით შეცვლილი საქორწილო სამზადისი - კაცმა, რომელმაც ყოფილი კოლეგები დახოცა, თავი მოიკლა
"ჩვენ ბოლო 9 თვის განმავლობაში ვიყავით ერთად, ეს იყო საუკეთესო ცხრა თვე ჩემს ცხოვრებაში. ვაპირებდით დაქორწინებას, ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი"
ვესტერ ლი ფლენიგანი ვესტერ ლი ფლენიგანმა, რომელიც ეჭვმიტანილია WDBJ-TV-ის ჟურნალისტის, 24 წლის ელისონ პარკერისა და ოპერატორის, 27 წლის ადამ უარდის პირდაპირ ეთერში მკვლელობაში, თავის მოკვლა მას შემდეგ სცადა, რაც მის მანქანას ერთ-ერთ ავტოშოსეზე პოლიციელები გამოეკიდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გადარჩა და უმძიმეს მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს."პოლიციელები მიუახლოვდნენ მანქანას და აღმოაჩინეს მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით. ამ წუთისთვის ის გადაყვანილია ადგილობრივ საავადმყოფში." - ეწერა პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. BBC-ის ინფორმაციით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა
ჟურალისტი და ოპერატორი ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში ინტერვიუს დროს მოკლეს. როგორც ირკვევა, აფროამერიკელი ფლენიგანი ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც 2 წლის წინ გაუშვეს სამსახურიდან. მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში" განათავსა ჩადენილი მკვლელობის ვიდეოჩანაწერი, სავარაუდოდ, ის მკვლელობას იღებდა კიდეც, თუმცა ამ ეტაპზე მისი ექაუნთი ბლოკირებულია. პოლიციის ინფორამციით, ვესტერ ლი ფლენიგანი ბრაის უილიამსის სახელითაც იყო ცნობილი.
თავდამსხმელი კადრში
ტელეკომპანიის ინფორამციით, ქალი, რომლისგანაც თავდასხმის დროს ინტერვიუს იღებდნენ, ზურგში დაიჭრა. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ქალის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თავდასხმა ადგილობრივი დროით 6 სათსა და 45 წუთზე, დიდი სავაჭრო ცენტრის ტერიტორაზე მოხდა, პარკერი ინტერვიუს, რომელიც ტურიზმის თემას ეძღვნებოდა, დილის გადაცემისთვის ის ის იყო იწყებდა. სწორედ ამ დროს გაისმა 8 გასროლა, რის მერეც კამერა აირია და საბოლოოდ ძირს დავარდა.
კამერამ დავარდნამდე აღბეჭდა თავდამსხმელი - მამაკაცი შავ შარვალსა და მუქ ლურჯ პერანგში, ხელში პისტოლეტით, რომელშიც ფლენიგანი ამოიცნეს.
კრისტ ჰერსტი: "ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმენეთი"
კრისტ ჰერსტმა, ტელევიზიის ხელმძღვანელმა "ტვიტერში" დაწერა, რომ მას და ელისონს რომანი ჰქონდათ და მალე დაქორწინებასაც აპირებდნენ. "ჩვენ ბოლო 9 თვის განმავლობაში ვიყავით ერთად, ეს იყო საუკეთესო ცხრა თვე ჩემს ცხოვრებაში. ვაპირებდით დაქორწინებას, ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი". - დაწერა ჰერსტმა და ელისონთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
ერთ-ერთი ინფორმაციით მკვლელობის მოტივი შეიძლება გამხდარიყო ის, რომ ფლენიგანი მცირე ხნით ელისონს ხვდებოდა, თუმცა სხვა ინფორმაციით, ფლენიგანის გაღიზიანება ჟურნალისტის რასისტულმა განცხადებებმა გამოიწვია.
ელისონი 24 წლის 19 აგვისტოს გახდა.
როგორც ირკვევა გარდაცვლილი ოპერატორიც ქორწილისთვის ემზადეოდა: გაზაფხულზე, ვაშინგტონის ჟურნალისტიკის მუზეუმში, მან მეგობარ გოგონას ხელი სთხოვა.