"რუსეთმა სირიაში შესაძლოა მეორე ავღანეთი მიიღოს"- რუსულმა ბომბდამშენებმა პროვინცია ჰომსზე იერიში მიიტანეს - კვირის პალიტრა

"რუსეთმა სირიაში შესაძლოა მეორე ავღანეთი მიიღოს"- რუსულმა ბომბდამშენებმა პროვინცია ჰომსზე იერიში მიიტანეს

"რუსეთს ორი ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი აქვს, - პირველი, როგორმე მოახერხოს და გადაფაროს უკრაინის თემა და ამას ახერხებს კიდეც. მეორე, - შევიდეს და დარჩეს ახლო აღმოსავლეთის სამხედრო პოლიტიკური სივრცეში, რისი საშუალებაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში არ ჰქონია".

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებები ახალ ფაზაში შედის, სირიაში სამხედრო მოქმედებებში რუსეთი ჩაერთო - ლატაკიის ავიაბაზიდან რუსულმა ბომბდამშენებმა პირველი იერიში სირიის პროვინცია ჰომსზე მიიტანეს.

"როგორც ცნობილია, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს რიგებში", რომელსაც, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნამდვილ ისლამთან საერთო არაფერი აქვს, იბრძვის ათასობით ადამიანი ევროპული ქვეყნებიდან, რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა ქვყენებიდან. თუ ისინი სირიაში წარმატებას მიაღწევენ, სამშბოლოში აუცილებლად დაბრუნდებიან", - განაცხადა კრემლის გადაწყვეტილებაზე ლაპარაკისას რუსეთი პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის ოფიციალური მტკიცებით, მათ იერიში "ისლამური სახელმწიფოს" პოზციებზე მიიტანეს, თუმცა დასავლური მედია წერს, რომ რუსული ბომბდამშენების პირველი სამიზნე ბაშარ ასადის ოპოზიცია იყო. პროვინცია ჰომსზე ავიაიერიშები სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებმაც მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი...

(იხილეთ ასევე: რუსეთს ქართული საჰაერო სივრცის გავლით სამხედრო ტვირთი გადააქვს?!)

როგორც ირკვევა, სამხედრო დახმარება სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ვლადიმერ პუტინისადმი მიწერილ წერილში ითხოვა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი სირიაში რუსეთის საჰაერო ძალების გამოყენებას. რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციას, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მასში ჩართვას არ აპირებს...

(იხილეთ ასევე: "დიდი ომის საფრთხე უკვე ყურის ძირშია!")

დასავლურ და ადგილობრივი პრესაში უკვე დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთმა სირიაში შეაძლოა მეორე ავღანეთი მიიღოს. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გაერო-ში, აშშ-პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. "როიტერის" ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო მდვანმა ჯონ კერიმ მოსკოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. სააგენტოს წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები "კონფლიქტის მოგვარების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება".

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- მეეჭვება რუსეთის ეს გადაწყვეტილება გაერო-სა და ობამასთან იყოს დაკავშირებული, რადგან ეს პუტინმა კარგა ხნის წინ დაგეგმა და განახორციელა კიდეც, ახლა უბრალოდ ფედერაციისგან ფორმალური თანხმობა მიიღო და დაიწყო დაბომბვა, აქამდე ამის მოსაზმადებლად ყველაფერი უკვე გაკეთებული იყო. ეს ერთგვარი ძალების დემონსტირირება და კუნთების თამაშია. შესაძლოა, ის რეზულტატი, რასაც გაერო-ს სხდომაზე ელოდებოდა, პუტინმა ვერ მიიღო და ამან პროცესი დააჩქარა...  თუმცა რუსი ინსტრუქტორები კარგა ხანია სირიაში არიან, ასევე სირიაში არიან რუსი ავიატექნიკოსები, არტილერიისა და კავშირგაბმულობისა ნაწილები, რუსეთის ფლოტის წყნარი ოკეანის საზღვრო ქვეითთა ბრიგადის რამდენიმე სამხედრო-საბრძოლო ერთეული და სპეციალური დანიშნულების რაზმი. ასე რომ, თითქმის ერთი თვეა ეს ძალები რუსეთმა გადაისროლა სირიაში. ახლა უბრალოდ დამატებითი კონტიგენტის გაგზავნაზე მიიღო თანხმობა.

- რა კონკრეტული მიზანი აქვს რუსეთს?

- რუსეთს ორი ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი აქვს, - პირველი, როგორმე მოახერხოს და გადაფაროს უკრაინის თემა და ამას ახერხებს კიდეც. მეორე, - შევიდეს და დარჩეს ახლო აღმოსავლეთის სამხედრო პოლიტიკური სივრცეში, რისი საშუალებაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში არ ჰქონია. რაც უნდა ის დაარქვან ახლა კრემლის მოქმედებას, სამხედრო-პოლიტიკური პიარაქცია თუ სხვა რამ, ფაქტია, რომ ეს პოლიტიკა საკმაოდ წარმატებულია. ის ახლა დასავლური კოალციიის პარალელურად და საპირისპიროდ ცდილობს, ახალი კოალიციის შექმნას, რათა პოზიციები განიმტკიცოს. ამ კოალაციის ერთი წევრი უკვე ცნობილია, ეს ირანია. თუმცა, მთლიაონაბში ამის ჩამყალიობება რამდენად შესაძლებელია, სხვა საკითხია, რადგან ამის გაკეთებას უდიდესი ფინანსური წყარო სჭირდება, რისი საშუალებაც რუსეთს არ აქვს.

- თქვენი აზრით, პროცესები რა სცენარით შეიძლება განვითარდეს?

- ძნელია ამაზე ლაპარაკი, რუსეთმა სირიაში შესაძლოა მეორე ავღანეთი მართლაც მიიღოს, ან უბრალოდ ეს მისი კოსმეტიკური მონაწილეობა და უფრო მეტად პოლიტიკური ნაბიჯი იყოს, ვიდრე სამხედრო. ან სულაც შედეგს ზემოთ ხსენებული კოალიციამ მიაღწიოს. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუნდაც იმაზე, თუ როგორ მიიღებენ ამას ამერიკელები, ან თუნდაც იმაზე, თუ როგორ მიიღებენ რუსეთის იქ ყოფნას სპარსეთის ყურის ქვეყნები და როგორ განვითარდება მოვლენები თავად რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან თუ აქამდე ასადის რეჟიმთან მებრძოლებისთვის პირველი მტერი ასადი იყო, ახლა ამას რუსეთიც დაემატა. ასე რომ, ამ ყველაფერს ბევრი კითხვის ნიშანი.

- თურქეთის როლზეც გკითხავთ, - რამდენად შესაძლებელია ამ ორი სახელმწიფოს ინტერესების დაკავშირება, იმის გათვალისწინებით, რომ თუქრეთს თავად აქვს ამ კუთხით პრობლემები...

- არა, მოცემულობა არის ასეთი, - ყველას ყველას წინააღმდეგ იბრძვის, რადგან ბევრი ქვეყნის ინტერესების ეჯახება ერთმანეთს და ძალიან ჩახლართული ვითარება. რუსეთი აპირებს კოალიციის შექმნას ირანთან და "ჰესბოლასთან" ერთად, შესაძლოა აქ ჩინეთის მონაწილეობაც გამოიკვეთოს, ამ შემთხვევაში კი, ძალიან მნიშვნელობანია ვის მხარეს იქნებიან ქურთები, თუ ისინი ამ კოალიციაში აღმოჩნდნენ, ეს უკვე თურქეთის პოზიციას დაუპირისპირდება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)