"თუ რუსი სამხედრო მოკლავს სირიის მოქალაქეებს, მოკალით რუსეთის მოქალაქეები" - ალ - ქაიდა რუსულ მიწებს იღებს მიზანში - კვირის პალიტრა

"თუ რუსი სამხედრო მოკლავს სირიის მოქალაქეებს, მოკალით რუსეთის მოქალაქეები" - ალ - ქაიდა რუსულ მიწებს იღებს მიზანში

"თუ რუსი სამხედრო მოკლავს სირიის მოქალაქეებს, მოკალით მათი მოქალაქეები. და თუ ისინი დახოცავენ ჩვენ ჯარისკაცებს, დახოცეთ მათი. ერთი- ერთზე", - ასე მიმართა, მოსკოვის საჰაერო დარტყმების შემდეგ, ალ - ქაიდას განშტოების "ალ ნუსრა ფრონტის" ლიდერმა სირიაში, აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანიმ თავის მომხრეებს და რუსეთზე იერიშების დაწყებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს იქნება რუსეთის სამხედრო ინტერვენციის პასუხი, რომლის მიზანიც სირიის მთავრობის დახმარებაა. ალ - ქაიდა რუსულ მიწებს იღებს მიზანში.

აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანის და ნუსრას ფრონტის ლიდერის მოწოდებებიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ, სირიის დედაქალაქ დამასკოში

(იხილეთ ფოტოგალერეა)

რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას ორი ნაღმტყორცნიდან ესროლეს.

დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ მომხდარმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა ამბოხებულ ჯგუფებში რუსეთის საწინააღმდეგო განწყობებს, ამ უკანასკნელის მიერ ბაშარ-ალ-ასადის დახმარების გამო.

რუსეთმა საზღვაო რაკეტებისა და საბრძოლო თვითმფრინავების გამოიყენებით სირიაში "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ასადთან მებრძოლი ჯგუფების კონტროლირებადი ტერიტორიები ამოიღო მიზნებში, მათ შორის ნუსრას ფრონტისა და ამერიკის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ძალები.

(იხილეთ ასევე: "რუსეთს სირიაში გროზნოს მოვუწყობთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ აბდურაჰმან ალ შიშანთან)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ ექსტრემისტების შეკავება რუსეთისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რადგან ათასობით შეიარაღებული პირი რუსეთის არამდგრად ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიაში მიდის. ასევე, რუსეთს დიდი ფსონები აქვს დადებული ასადის რეჟიმზე, რომელიც მოსკოვისთვის მთავარი საყრდენი პუქტია ახლო აღმოსავლეთში.

რუსეთის საელჩოსთან ჭურვები იმ აქციის პარალელურად ჩამოაგდეს, რომელიც რუსეთის საჰარეო დარტყმების მხარდასაჭერად გაიმართა

"ახალი რუსული ინვაზია მუსლიმების მტრების უკანასკნელი სათადარიგო საშუალებაა," განაცხადა ჯოლანიმ გვიან ორშაბათს გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერში. ის დაჟინებით მოითხოვდა კავკასიელებისგან სირიის კონფლიქტისგან ყურადღების გადატანას და იერიშებს რუსეთის სამოქალაქო და სამხედრო მიზნებზე.

21- წუთიან საუბარში მან ასადის და მისი მოკავშირე ლიბანური "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას მოკვლისთვის გამოყოფილი ჯილდოებიც ახსენა. ჯოლანი აცხადებს, რომ ასადი უნდა მოკვდეს და მისი სიკვდილისთვის 3 მილიონ ევროს გადაიხდიან. ნასრალას სიკვდილისთვის კი ჯილდოდ 2 მილიონი ევრო დაადგინა.

დამასკოში რუსეთის საელჩოსთან ჭურვები იმ აქციის პარალელურად ჩამოაგდეს, რომელიც რუსეთის საჰარეო დარტყმების მხარდამჭერთა ჯგუფმა სოლიდარობის ნიშნად გამართა. რუსული სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, დამასკოში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაზარალებულა. მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავდასხმები აღწერა, როგორც "აშკარა ტერორისტული აქტი".

ფოტოგალერეა

მოამზადა ნატო მუჯირიშვილმა

წყარო