პარიზული სასაკლაოს სულისჩამდგმელი და მისი თანამზრახველები, ვინ არიან ისინი?! - კვირის პალიტრა

პარიზული სასაკლაოს სულისჩამდგმელი და მისი თანამზრახველები, ვინ არიან ისინი?!

გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმები ბელგიაში დაიგეგმა, ხოლო განხორციელდა საფრანგეთში, თანამზრახველების დახმარებით.

ფრანგმა სამართალდამცველებმა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უკვე  168 რეიდი ჩაატარეს, დაკავებულია 23 ადამიანი, ამოღებულია 31 ერთეული იარაღი და ფრანგი სამხედროების უნიფორმები. 23 დაკავებულის გარდა, 104 ადამიანს შინაპატიმრობა მიესაჯა. "ეს მხოლოდ დასაწყისია, ოპერაცია გაგრძელდება" - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა და პირობა დადო, რომ პარიზის სისხლიანი ღამის ავტორების მიმართ საპასუხო რეაქცია უმკაცრესი იქნება.

აბდელჰამიდ აბაუდი საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, 13 ნოემბრის ღამეს პარიზში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზატორი 27 წლის მაროკოელი წარმოშობის, ბელგიაში დაბადებული აბდელჰამიდ აბაუდია, რომელიც ბრიუსელის გარეუბანში, კერძოდ მოლენბეკის რაიონში ცხოვრობდა, ისევე როგორც  კიდევ ორი თავდამსხმელი. სპეცსამსახურების ინფორმაციით, ის "ისლამურ სახელმწიფოში" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათია და ამ დროისთვის სწორედ სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იმყოფება. ის ასევე ეჭვმიტანილი პარიზში მიმავალ მატარებელსა და დედაქალაქის ერთ-ერთ ეკლესიასზე თავდასხმებში, რომელიც ჩაიშალა.

ბრიუსელში, მონელბეკის რაიონში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ტერაქტების მონაწილეები ცხოვრობდნენ, გუშინ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია 7 ადამიანი, მათგან 2 ტერორიზმშია ეჭვმიტანილი.

(იხილეთ ასევე: "იცით, რა საშინელია კამიკაძე ქალი? ტერაქტის წინ ღიღინებს და მერე თავს იფეთქებს")

გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმები ბელგიაში დაიგეგმა, ხოლო განხორციელდა საფრანგეთში, თანამზრახველების დახმარებით. ამავე დროს საფრანგეთის პოლიცია აგრძელებს გამოძიებას ტერაქტებში მონაწილეთა ვინაობის დადგენის მიზნით. გთავაზობთ გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ტერაქტში შესაძლო მონაწილეების შესახებ:

სალაჰ აბდესლამი - 26 წლის, ბელგიელი. ეჭვმიტანილია პარიზის ტერაქტებში მონაწილეობაში, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც კვირას პარიზის გარეუბანში პოლიციამ "ფოლკსვაგენ პოლოს" მარკის ავტომობილი იპოვა, რომელიც სავარაუდოდ ტერაქტის მონაწილეებმა გამოიყენეს, პოლიცია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შესაძლოა სალაჰი თავდამსხმელთა შორის ერთადერთი იყოს, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სალაჰი შეიარაღებული და საშიში.

დადგინდა, რომ ნაპოვნი მანქანა ბელგიაშია დარეგისტრიებული და ის სალაჰ აბდესლამმა იქირავა. როგორც აღმოჩნდა, სალაჰისა და მისი ორი თანამზრახველი ბელგიის საზღვაზე პარიზის ტრაგედიიდან რამდენიმე საათის შემდეგ მივიდნენ, პოლიციამ მათ საბუთები შეუმომწმა და ჩვეულებრივ გაატარა.

ფრანგული არხის, BFMTV-ის ინფორმაციით, სამართალდამცველების წყაროს ინფორმაციით, სალაჰ აბდესლამი და კიდევ ერთი თავდამსმხელი ბელგიის მთავრობამ ამოიცნო.

სპეცოპერაცია ბელგიაში

ბრაჰიმ აბდესლამი - 31 წლის, სალაჰის ძმა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბრაჰიმმა პარიზში, ვოლტერის ბულვარზე აიფეთქა თავი. მისი სახელი დაკავშირებულია აბდელჰამიდ აბაუდის სახელთან, კერძოდ კი კრიმინალურ საქმეებთან, რომელში 2010-2011 წლებში ერთად მონაწილეობდნენ.

ვერვიერი ის დასახლებაა, სადაც ბრაჰიმ აბდესლამი და აბდელჰამიდ აბაუდი ცხოვრობდნენ ბრიუსელის გარეუბანში. აქ მოსახლეობის უმეტესობას მუსულმანები შეადგენენ. ბელგიელები ამ ღარიბ რაიონს "ჯიჰადისტების გასამრავლებელი ადგილს" უწოდებენ. მუჰამედ აბდესლამი - სალაჰისა და ბრაჰიმის კიდევ ერთი ძმა. დააკავეს ბელგიაში 14 ნოემბერს პარიზში განხროციელებულ ტერაქტებში მონაწილეობის ბრალდებით. თუმცა გუშინ ის გაათავისუფლეს ბრალის ვერ დამტკიცების გამო. მისი ადვოკატის, ნატალი გალანტის განცხადებით, მუჰამედმა თავისი ძმის, ბრაჰიმის სიკვდილი მხოლოდ გუშინ გაიგო.

ომარ ისმაილ მოსტეფა - 29 წლის, ალჟირული წარმოშობის ფრანგი. მან თავი "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზში მძევლების აყვანის შემდეგ აიფეთქა. საფრანგეთის ქალაქ კურკორონის მკვიდრი ომარ მოსტეფა, ბოლო წლებში მეჩეთში ხშირად დადიოდა. თუმცა თავად მეჩეთში აცხადებენ, რომ მოსტეფას იქ არავინ იცნობდა. პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის ინფორმაციით, 2004-2006 წლებში მოსტეფამ რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც პოლიცია მისი პიროვნებით დაინტერესდა. გარდა ამისა, ფრანგული სპეცსამსახურები მისი რადიკალური მოსაზრებების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. გამოძიება მიიჩნევს, რომ ომარ მოსტეფამ რადიკალური ისლამის მომხრე 2010 წელს გახდა და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სირიაშიც იმყოფებოდა. ფრანგულმა პოლიციამ უკვე დააკავა ომარ მოსტეფას მამა და ძმა და მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

(იხილეთ ასევე: ვინ იყო ფრანგი თვითმკვლელი ომარ ისმაილ მოსტეფა და რა ვიცით პარიზის სისხლიანი პარასკევიდან ორი დღის შემდეგ?)

სამი ამიმური - 28 წლის, საფრანგეთის მოქალაქე. პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წელს მას ბრალად ედებოდა ტერორიზმში მონაწილეობა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ამიმურიმ 13 ნოემბრის ტრაგედიისას თავი "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზში  აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დააკავეს მისი სამი ნათესავი.

ბილალ ჰადფი - 20 წლის, ბელგიაში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქე. თავი აიფეთქა პარიზის სტად დე ფრანსის სტადიონზე. არსებული ინფორმაციით, შესაძლებელია ჰადფი სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს იბრძოდა.

აჰმად ალ-მოჰამადი აჰმად ალ-მოჰამადი - 25 წლის, დაიბადა სირიაში. არის ვარაუდი, რომ მან თავი აიფეთქა "სტად დე ფრანსის" სტადიონთან. აფეთქების ადგილას იპოვეს პასპორტი, სადაც მისი სახელი ეწერა. მისი თითების ანაბეჭდები იპოვეს იმ ადამიანების ანაბეჭდებთან ერთად, ვისთან ერთადაც ამ წლის ოქტომბერში საბერძნეთის ტერიტორიაზე შევიდა.

სირიული პასპორტი

ფრანგული გაზეთი Monde წერს, რომ სენ-დენში დაღუპული სამი ტერორისტიდან ერთ-ერთმა ზუსტად ის გზა გაიარა, რაც დაახლოებით იმ 500 000-მა მიგრანტმა, რომლებიც სირიიდან ევროპაში შემოვიდნენ. ეს ტერორისტი აჰმად ალ-მოჰამედია.

"ოქტომბრის დასაწყისში რამდენიმე დღის განმავლობაში, დაახლოებით 1500 კილომეტრი დაფარა. ის მიყვებოდა "ბალკანის გზას" რომელიც მიგრანტების მთავარი გასასვლელი გზაა ევროპაში მოსახვედრად", - წერს გამოცემა.

(ფოტოგალერეა)

წყარო

იხილეთ სქემა თუ როგორ მოქმედებდნენ თავდამხსხმელები საკონცერტო დარბაზ "ბატაკლანში".

წითელი ფერით აღნიშნულია ტერორისტების შესვლა

მწვანით კი ის მიმართულება, საიდანაც ზოგიერთმა მაყურებელმა დარბაზიდან გასვლა შეძლო