პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი მოკლულია, მაგრამ პასუხგაუცემი კითხვები მაინც მრავლადაა - კვირის პალიტრა

პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი მოკლულია, მაგრამ პასუხგაუცემი კითხვები მაინც მრავლადაა

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ 18 ნოემბერს, პარიზში, სენ-დენის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას 13 ნოემბრის ტერაქტების სერიის სავარაუდო ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი მოკლეს. ამის თაობაზე განცხადება პარიზის პროკურორმა გააკეთა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნიოვის ინფორმაციით, აბაუდი ექვსიდან სულ ცოტა ოთხ ტერაქტთან იყო კავშირში, რომელთა განხორციელებაც საფრანგეთში იგეგმებოდა, თუმცა სპეცსამსაურებმა მისი თავიდან აცილება მოახერხეს.

ის ასევე მოყვა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამისტური სახელმწიფოს" წევრი აბაუდი შარშან სირიაში გაემგზავრა საომრად. მისი უკან დაბრუნებისას არცერთ ევროპულ სახელმწიფოს საფრანგეთი არ გაუფრთხილებია, რომ მან ამ ქვეყნების საზღვარი გადაკვეთა.

"მხოლოდ 16 ნოემბერს, არაევროპული ქვეყნიდან გვაცნობეს, რომ აბაუდი საბერძნეთში შენიშნეს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ტერაქტების მონაწილე სულ ცოტა ერთი ტერორისტი ევროპაში საბერძნეთის გავლით, როგორც დევნილი, ისე მოხვდა.

კაზნიოვმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს გაამკაცრონ საზღვრების კონტროლი.

პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის განცხადეით, აბაუდი დაღუპულთ შორის ამოიცნეს. მისი სახეული სპეცოპერაციისას მნიშვნელნად დაზიანდა და მისი ამოცნობა მხოლოდ თითის ანაბეჭდის საშულებით მოხერხდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მან თავად აიფეთქა თავი თუ - არა...

28 წლის აბდელჰამიდ აბაუდი - მაროკოული წარმოშობის ბელგიის მოქალაქე იყო. ის ბრიუსელის გარეუბან მოლენბეკში გაიზარდა, სადაც არაბული ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტები ცხოვრობენ. ეს რაიონი მეტად ცუდი ამბებითაა სახელგანთქმული, აქ არაერთი სხვადასხვა წლებში ჩადენილი ტერაქტის კვალი მიდიოდა, ისეთების, როგორიცაა 2004 წლის მადრიდის მატარებელების აფეთქება, შარაშან პარიზში სუპერმარკეტზე თავდასხმა და პარიზშივე ებრაული მუზეუმის დამთავალიერებლებისთვის ცეცხლის გახსნა.

2010 წელს აბაუდი პარიზის ბოლო თავდასხმების მონაწილე სალაჰ აბდესლამთან ერთად ბელგიის ციხეში შეიარაღებული ძარაცვის ბრალდებით მოხვდა.

2013 წელს აბაუდი "ისლამურ სახელმწიფოს" შეურეთდა.

სპეცოპრეცია სენ-დენში

სახლი, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებული თავადაპირველად ვარაუდობდნენ, რომ აბაუდი სირიაში იმყოფებოდა, თუმცა გამოძიება საბოლოოდ მივიდა სენ-დენში რესპუბლიკის ქუჩაზე მედებარე სახლთან. ოთხშაბათს გამთენიისას, შტურმი დაიწყო. მე-3 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში რამდენიმე ადამიანი ჩაიკეტა და საპასუხო სროლა ატეხა. შტურმის დროს ბინაში 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალი, რომელმაც თავი აიფეთქა.

"ასოშეიტედ პრესის" ინფორმაციით, ქალი, რომელმაც შაჰიდის ქამარი მოიყვნა მოქმედებაში, აბაუდის 26 წლის ბიძაშვილი ჰასნა აიტ ბულაჰსენია. სააგენტოს აცნობეს, რომ ქალმა თავი პოლიციელებთან საუბრის შემდეგ აიფეთქა.

ერთ-ერთმა ფრანგულმა საიტმა გაავრცელა ჰასნა აიტ ბულაჰსენის ფოტო

"ასოშეიტედ პრესის" მონაცემებით, არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის თუ როგორ ეკითხება პოლიციელი ქალს: "სადა რის შენი "ბოიფრენდი?" - პასუხად ისმის ქალის მკაცრი ხმა" - "ის ჩემი ბოფრენდი არ არის!" რასაც აფათქების ხმაც ერთვის.

მოლენის თქმით, სენ-დენის სპეცოპერაციამ საფრანგეთს სულ ცოტა ერთი ტერაქტი ააცილა.

ტერაქტების სერიის ერთადერთი გადარჩენილი თავადმსხმელის სალაჰ აბდესლამის ძებნა გრძელდება.

პასუხგაუცემი კითხვები

ბი-ბი-სი-ის კორესპონდენტის ჰიუ სკოფილდის აზრით, ბოლო დროინელი ინფორმაციები აჩენს კითხვებს სპეცსამსხაურებთან.

აბაუდი სპეცსამსახურებისთვის პარიზის ტერაქტებამდეც კარგად იყო ცნობილი, როგორც ადამიანი, რომელმაც ა.წ. აგვსტოში თავადსახმა მოაწყო მატარებელზე, რომელიც ამსტერდამიდან პარიზში მიდიდა.

როგორ მოხდა, რომ ადამიანმა, რომელზეც ძებნა ორ ქვეყანას - საფრანგეთასა და ბელგიას ჰქონდა გამოცხადებული, იმოგზაურა სირიიდან საფრანგეთამდე და მივიდა პარიზის ცენტრში ისე, რომ არანაირი კვალი არ დაუტოვებია?!

წყარო