მორიგი აფეთქება სტამბოლში - გარდაცვლილია 11 ადამიანი - კვირის პალიტრა

მორიგი აფეთქება სტამბოლში - გარდაცვლილია 11 ადამიანი

სტამბოლში, ავტობუსის გაჩერებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 30 კი დაშავდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში დილის პიკის საათისას  ამოქმედდა. თვითმხილველთა თქმით, აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც გაჩერებასთან საპოლიციო ავტობუსმა გაიარა. პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილია 7 სამართლადამცავი და 4 შვიდობიანი მოქალაქე. ბოლო ხანს თურქეთში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე აფეთქება მოხდა, ხელისუფლებამ ყველა მათგანს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

პასუხისმგებლობა აფეთქების ორგანიზებისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

წყარო