მიშას რევოლუცია საქართველოში არ გამოუვდა და ახლა უკრაინაში იწყებს - დიდი მიტინგობანა უკრაინაში, აშშ-ში... შოტლანდიაშიც? - კვირის პალიტრა

მიშას რევოლუცია საქართველოში არ გამოუვდა და ახლა უკრაინაში იწყებს - დიდი მიტინგობანა უკრაინაში, აშშ-ში... შოტლანდიაშიც?

კივეში მიტინგს სააკაშვილმა სახელიც მოუძებნა: "ამჟამინდელი რადას უკანსაკნელი ზამთარი"!

"ხვალ კიევში მიშას პოლიტიკური მოღვაწეობისა და ბრძოლის ახალი, გადამწყვეტი ეტაპი იწყება. უდავოა, აქ მისი გამარჯვება უკრაინის გამარჯვებას ნიშნავს, უკრაინის გამარჯვებაკი პუტინის დამარცხებას, რაც საქართველოს გამარჯვებაცაა. ძალა ერთობაშია!" - ასე ახარა 26 ნოემბერს, გია ბარამიძემ "ფეისბუკის" მეშვეობით მხარდამჭერებს სააკაშვილის მიერ 27-ში გასამართი მიტინგის ამბავი და იქვე სელფიც "მისცა"...

მოკლედ, მიშას მიტინგობანა და რევოლუცია საქართველოში არ გამოუვდა და ახლა უკრაინაში იწყებს...

"ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანაში არიან სხვა, ახალი ძალები, წესიერი, პატიოსანი ადამიანები, რომელთაც აქვთ რეალურად მოტივაცია, დაიცვან ქვეყანა, გახადონ ის უკეთესი და ბევრად ეფექტური.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ, რომ ჩვენ ქვეყნის მომავლის გვჯერა, რომ გვაქვს საკმარისი ძალა, ენერგია. ჩვენ არ ჩამოვუშვებთ ხელებს, ჩვენი მოსყიდვა შეუძლებელია და ჩვენით მანიპულირება შეუძლებელია". - განაცხადა სააკაშვილმა.

მოკლედ, კივეში მიტინგს სააკაშვილმა სახელიც მოუძებნა: "ამჟამინდელი რადას უკანსაკნელი ზამთარი"!

ერთი რამე ვერ გავიგე. როგორც ვიცი, ნებისმიერ ადამიანს ერთი სამშობლო გააჩნია. ალბათ "დიდი მიხეილი" ამ კატეგორიაში არ შედის: ხან საქართველოზე ლოცულობს მზეს, ხან კი უკრაინისთვის თავის დადებას აპირებს.

ისე, მიტინგები ბოლოა ხანს ნამეტანი გახშირდა სააკაშვილის ბოლო, მაგარამ ალბათ არა უკანასკნელ სამშობლოში და არა მხოლოდ...

რამდენიმე დღის წინ უკრაინის დედაქალაქ კიევში დიდი ვნებათაღელვა სუფევდა. ამ ქალაქში "მაიდანის" დაწყების მესამე წლისთავი "საზეიმოდ" აღინიშნა. სიტყვა "საზეიმო" ვახსენე და 21 ნოემბერს კიევში დიდი ამბები დატრიალდა, რომელმაც რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების "დიდი განრისხება" გამოიწვია.

მიტინგის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში მდებარე რუსული ბანკების ოფისები დაარბიეს. "შეტევის" ტალღა "ალფა ბანკისა" და "სბერბანკის" ოფისებზე მიდიოდა. უკრაინელმა სამართალდამცველებმა "მოძალადეების" "უკან დახევა" კი მოახერხეს, მაგრამ შენობებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ამ ინციდენტში უკრაინის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მონაწილეობდნენ.

მათმა ლიდერმა ნიკოლაი კოხანოვსკიმ ეს ქმედება მოიწონა და რუსებს ღიად დაემუქრა:

"რუსული ბანკების დარბევა ნორმალურ აქციად მიმაჩნია. დროა "მოსკალები" გონს მოეგონ და უკრაინიდან საბოლოოდ აიბარგონ. ტერიტორიების ნაწილი წაგვართვეს და შუაგულ კიევში საკუთარი ბანკები წამოგვიჭიმეს. ამაზე დიდი სითავხედე ალბათ არ არსებობს. თუ უკრაინის მთავრობა გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს, ხალხი ამ ბანკების ალაგმისთვის თავად იზრუნებს".

ამავე დღეს, 21 ნოემბერს, უკრაინის ეროვნული გვარდიის "აზოვის" ბატალიონის მებრძოლები პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ, მიტინგი ჩაატარეს და ქვეყნის პირველი პირის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკეს.

მიტინგი გაიმართა აშშ-იც. ქალაქ ნიუ-იორკში, სასტუმრო "Trump SoHo New York"-თან რამდენიმე ასეული განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი შეიკრიბა. რასაკვირველია "გეებმა" აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიმართ პროტესტი გამოხატეს. ასევე გაილაშქრეს ვინმე ჯორჯ ბენონის წინააღმდეგაც, რომელიც ცნობილია თავისი რასისტული და ჰომოფობური გამონათქვამებით. რამდენიმე დღის წინ ეს ადამიანი დონალდ ტრამპმა თავის ოფიციალურ მრჩეველად დანიშნა.

"ამერიკული აქცია" მშვიდად მიმდინარეობდა. მისმა მონაწილეებმა საკუთარი პროტესტი ოფიციალურად დააფიქსირეს. ოკეანისგაღმელ "ლგტბ" პირებს ადგილობრივ პოლიციასთან "მცირე შეტაკებაც" კი არ ჰქონიათ და მოგვიანებით ასევე მშვიდად დაიშალნენ.

მდგომარეობა დაიძაბა შოტლანდიაშიც. მართალია ამ ქვეყანაში "მიტინგობანაზე" საქმე ჯერ არ მისულა, მაგრამ კაციშვილმა არ იცის უახლოეს მომავალში რა მოხდება.

რამდენიმე დღის წინ შოტლანდიის სამთავრობო ვებგვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ ამ ქვეყანაში, უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის რეფერენდუმი კიდევ ერთხელ გაიმართება.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეცილაურად საიტისთვის)