ვინ არის სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი? - კვირის პალიტრა

ვინ არის სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი?

ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა დაასახელეს, - იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი აკბარჟონ ჯალილოვია, რომელიც 1995 წელს ქალაქ ოშში დაიბადა, ახლა კი რუსეთის მოქალაქეა.

ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა დღეს დაადასტურეს, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა.

„სავარაუდოდ, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა“, - განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს“ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა რახატ სულაიმანოვმა.

სავარაუდო შემსრულებლის ფოტო კი "მეხუთე არხმა" გაავრცელა. (წყარო)

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "პანიკა არ არის, თუმცა ხალხი შეშინებულია" - უსაფრთხოების მიზეზით ქვეყანაში პუტინის რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდება?