"საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებენ" - რატომ დააკავეს მიხეილ სააკაშვილის ძმა? - კვირის პალიტრა

"საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებენ" - რატომ დააკავეს მიხეილ სააკაშვილის ძმა?

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ძმა, დავით სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. (იხილეთ: უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ძმა დააკავეს)

როგორც უკრაინულ ტელეარხს 112-ს უკრაინის შს მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, ილია კივამ განუცხადა, დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებენ.

„მიხეილ სააკაშვილის ძმა დაკავებულია უკრაინაში ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო. საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებენ“, - განაცხადა ილია კივამ.

"ინტერპრესნიუსი"