სად იმყოფება უკრაინელი სამართალდამცველების მიერ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის ძმა? - კვირის პალიტრა

სად იმყოფება უკრაინელი სამართალდამცველების მიერ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის ძმა?

დღეს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს.

უკრაინის შს მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ილია კივამ კი განაცხადა, რომ საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მიხეილ სააკაშვილის პარტიის Рух Нових Сил-ის წარმომადგენელმა განუცხადა, დავით სააკაშვილი პეჩორის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

როგორც პარტიაში აღნიშნეს, ისინი აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ და პარტიის წარმომადგენლები ადგილზე არკვევენ დაკავების მიზეზებს.

"ინტერპრესნიუსი"