"ბავშვები ტირიან, რაღაც საშინელება ხდება" - რას ჰყვებიან რუსეთში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარზე თვითმხილველები?
რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 40-მდე ბავშვია.
საავადმყოფოებში მკურნალობას 10 დაშავებული გადის.
თვითმხილველები მომხდარის დეტალებს იხსენებენ.
"გადავწყვიტეთ კინოთეატრში წავსულიყავით, მაგრამ არც ისე კარგი იდეა აღმოჩნდა, იქიდან გამოგვყარეს და გვითრხეს რომ ხანძარიაო. მეოთხე სართული, სადაც კინოთეატრია განთავსებული, მთლიანად დაკვამლაინებულია, ყველაფერი იწვის, ხალხი პანიკაშია, ბავშვები ტირიან, გვეშინია! მალე პირველ სართულზეც ჩამოარწია კვამლმა, რაღაც საშინელება ხდება", - ამბობს ქალბატონი, რომელიც მეუღესა და შვილთან ერთად სავაჭრო ცენტრში ფილმის საყურებლად იყო მისული.
"კინოთეატრში ვიყავით, ფილმს ვუყურებდით, თუმცა უცებ პანიკა ატყდა, სასწრაფოდ დაგვატოვებინეს დარბაზი, ყველაფერი კვამლში იყო გახვეული", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. (წყარო)