პუტინის ფავორიტი და კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი იარაღი - ვინ არის მარია ზახაროვა?
სლუცკის სექსუალურ შევიწროვებაში ზახაროვაც ადანაშაულებდა
"ვლადიმირ პუტინის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი იარაღი" - ასე მოიხსენიებენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორს, მარია ზახაროვას დასავლურ მედიაში.
ბოლო პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე რუსეთთან დაკავშირებულ მოვლენებში რუსი დიპლომატი მეტად აქტიურია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ ჯერდება ოფიციალურ ბრიფინგებს და განცხადებებს სოციალურ ქსელებშიც აკეთებს.
დასავლური მედიისგან განსხვავებით, რუსეთში აფასებენ ზახაროვას უშუალობას, პირდაპირობას, ქალურობასა და მტკიცე ხასიათს. ხშირად ზახაროვას თეთრი სახლის კომუნიკაციების ყოფილ დირექტორს ჯენ ფსაკის რუსულ ანალოგსაც უწოდებენ.
ბავშვობა და ოჯახი
ბავშვობა მარია ზახაროვამ პეკინში გაატარა, სადაც მისი დიპლომატი მშობლები 80-იანი წლების დასაწყისში ჩავიდნენ. მამა აღმოსავლეთმცოდნე, ჩინური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, 2014 წლამდე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში სამდივნოს მრჩევლად დაინიშნა. დედა ირინა ჩინეთის კულტურის, ხელოვნების მცოდნეა. მან, ქმართან ერთად, გამოუშვა საბავშვო წიგნი "წლიდან წლამდე გვსურს ბედნიერება" - ჩინური ხალხური ზღაპრების კრებული.
ახალგაზრდა მარია ხშირად სეირნობდა ჩინურ ქუჩებში ზოგჯერ მშობლებთან ერთად პეკინის პარკებსა და მონასტრებს სწალობდა, მოგვიანებით დედას საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებდა, სკოლაში გულმოდგინედ სწავლობდა, ისწავლა ჩინური ენა. სკოლის დამთავრების შემდეგ მარია ოჯახთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა, სადაც საერთაშორისი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.
დიპლომატის კარიერა
ზახაროვას პირველი სამუშაო ადგილი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჟურნალი "დიპლომატიური ბუკლეტი". მალე ის სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ზახაროვა ნიუ-იორკში გაემგზავრა გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პრეს-მდივნის თანამდებობაზე.
2008 წელს ზახაროვა მოსკოვში დაბრუნდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა. ის იყო უწყების ოფიციალური სოცქსელების მეთვალყურე, ვიზიტების დროს ინფორმაციას აწვდიდა სერგეი ლავროვს, მალევე ზახაროვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
პირადი ცხოვრება
თავის პირად ცხოვრებაზე მარია ზახაროვა არასდროს ლაპარაკობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გათხოვილია, მის მეუღლეს ანდრეი ჰქვია. ქმართან ერთად ზრდის ქალიშვილს მარიანას, რომელიც წყვილს 2010 წელს შეეძინა.
2017 წლის 26 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში ზახაროვას მეგობრობის ორდენი გადასცა. პროტოკოლით გათვალისწინებულ სავალდებულო ფოტოში პუტინი ზახაროვას აჯილდოებს. ამ დაჯილდოების შემდეგ ზახაროვამ ჟურნალისტებს ასე განუცხადა.
"ამ დღემდე პუტინს პირადად არ ვიცნობდი, მხოლოდ შორიდან ვხედავდი და არასდროს მილაპარაკია მასთან".
მარია ზახაროვა ერთ-ერთი იმ ქალებს შორის, რომელმაც რუსი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ზახაროვამ 2018 წლის მარტში განაცხადა, რომ "ლეონიდმა რესტორანში ისეთი ლაპარაკი დაიწყო, რაც ჩემთვის უსიამოვნო იყო".
როგორც მან რუსულ ტელეკომპანია NTV-ის განუცხადა, ეს ამბავი 5 წლის წინ მოხდა, "როდესაც არც ისე ცნობილი ადამიანი ვიყავი".
"გაოცებული ვიყავი ამით, მაგრამ იმ დროს არაფერი მითქვამს, არავინ დამიჭერდა მხარს".
ყველა ვისაც ზახაროვა ეკრანსა თუ პირადად უნახავს, აღნიშნავს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მარია ზახაროვას "სავიზიტო ბარათია".
"ბებიას ყოველთვის ეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი. ჩვეულებრივ, ეს იყო დაბალძირიანი, მაგრამ მაინც ქუსლიანი ფეხსაცმელი. სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი მისი ფეხები ელეგანტურად გამოიყურებოდა. სახლშიც კი ახერხებდა კოხტა ფეხსაცმელები სცმოდა...
მომწონს, როდესაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია. ერთმა ქალბატონმა მითხრა, მხოლოდ ასეთი ქუსლიანი ფეხსაცმლით შემიძლია დასვენებაო, მაგრამ ამ ფეხსაცმელებით მიყვარს ცეკვა და ღონისძიებების გამართვა", - ამბობს ის. ასეთი სანახაობა კი 2 წლის წინ მოხდა, როდესაც რუსული "კალინკა" ზახაროვამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს.
ზახაროვას თაყვანისმცემლების გარდა მოწინაარმდეგეებიხ ჰყავს. მაგალითად, რადიო "თავისუფლების" საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა იაროსლავ შიმოვმა ზახაროვა თავის ბლოგში გააკრიტიკა. მისი აზრით, ზახაროვამ პოპულარობა სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუებსა და პოლიტიკურ საკითხებზე სოციალურ ქსელებში საუბრით მოიპოვა.
"ბი-ბი-სის" ჟურნალისტების ჯენი ნორტონისა და ოლგა ივშინას თქმით "რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი პირის სახით მარია ზახაროვას დასავლეთთან კომუნიკაციის სტილი სულ უფრო არადიპლომატიურია".
მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა
იხილეთ ვიდეო - მარია ზახაროვა ცეკვავს "კალინკას"