ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა - კვირის პალიტრა

ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ბიზნესი შეჩერებულია და სხვადასხვა კომპანიები უდიდეს დანაკარგს განიცდიან. განსაკუთრებული დარტყმა მოდის ბიზნესმა მიიღო. ყველაზე დიდი დანაკარგი კი, ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ ნახა. მან პანდემიის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ "ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ეს არის მაქსიმალური თანხა, რომელიც ერთმა ადამიანმა დაკარგა. კომპანიის ფინანსური დირექტორის ჟან-ჟაკ გიონის განცხადებით, არნოს ბიზნესის მომავალი დამოკიდებული იქნება ჩინეთის ბაზარზე, რომელზეც მოდის ფუფუნების საგნების გაყიდვების მესამედი.

არნოს ფინანსურ დანაკარგზე წერს "ფორბსიც“, რომლიც მონაცემებითაც ყველაზე მეტი თანხა მან დაკარგა.

ყველაფრის მიუხედავად, ბერნარ არნო, 90 მილიარდი დოლარით, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია 141.8 მილიარდი დოლარით და მეორე ადგილზე ბილ გეითსი 105.7 მილიარდი დოლარით. იხილეთ სრულად

კორონავირუსი ბიძინა ივანიშვილის ქონებასაც შეეხო - ბოლო ერთ კვირაში ქართველი მილიარდერის ქონება შემცირდა