სოფი ლორენის გამხელილი სიყვარული - იტალიელი კინოვარსკვლავი კერი გრანტთან რომანზე ალაპარაკდა
იტალიური კინოს ვასკვლავი სოფი ლორენი ახლა 83 წლის არის, ორი წლის წინ მან თავის მემუარებში კერი გრანტთან სასიყვარულო ურთიერთობა დეტალურად აღწერა. წყვილმა ერთმანეთი 1957 წელს ფილმის "სიამაყე და ვნება" გადაღებებზე გაიცნეს. კერი გრანტი მესამედ იყო დაქორწინებული, თუმცა იტალიელ კინოვასრკვლავს კარლო პონტის მიტოვებასა და ამერიკაში დარჩენას სთხოვდა. თავის მემუარებში სოფი ლორენი კერი გრანტისგან მიწერილ წერილებსაც აქვეყნებს:
"მე ვილოცებ შენთვის, თუ შენც იფიქრებ და ილოცებ იგივე მიზნისთვის დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგვივა. მაპატიე ჩემო ძვირფასო, ძალიან ბევრს ვითხოვ შენგან, მომავალ კვირამდე. მშვიდობით სოფია. კერი".
სოფიამ არჩევანი 22 წლით უფროს კარლო პონტიზე გააკეთა. პროდიუსერი, მასწავლებელი და მეუღლე - პონტიმ ბევრი როლი შეითავსა სოფიას ცხოვრებაში, მათი ქორწინება 40 წელიწადს პონტის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. ერთ - ერთ ბოლო ინტერვიუში სოფიამ განმარტა, რომ ის მამის ტიპაჟის მამაკაცს ეძებდა ცხოვრებაში და ამიტომაც შეაჩერა არჩევანი კარლო პონტიზე, თუმცა აღიარა, რომ სიმპატიური კერი გრანტის მიმართაც არ ყოფილა გულგრილი. 1958 წელს წყვილი ისევ დაბრუნდა გადასაღებ მოედანზე ამჯერად ახალ კომედიურ ფილმში სათამაშოდ. ფილმის სცენარის ავტორი კი კერი გრანტის მეუღლე გახლდათ, რომელსაც მთავარი როლი უნდა შეესრულებინა. სიყვარულით დაბრმავებულმა გრანტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მთავარი როლი იტალიელი მსახიობისთვის მიეცათ.
მედია სოფი ლორენის ინტერვიუებით განებივრებული არ არის. ბრიტანულმა გამოცემამ "METRO"-მ 2018 წლის ივლისში იტალიელ კინოვარსკვლავთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. "60 წამი სოფიასთან" - ასე დაარქვეს ამ ეტაპზე მის ბოლო ინტერვიუს, რომელიც ლონდონის Aldwych Theatre-ში შედგა. მსახიობმა კერი გრანტი გაიხსენა, მისი და კარლო პონტის სიყვარულზე და დენიელ დეი ლუისზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს.
- თქვენ იშვიათად თანხმდებით ინტერვიუზე, მაგრამ არ ერიდებით ისეთ საღამოებზე გამოჩენას, სადაც ჟურნალისტები არიან, რატომ?
- ერთხელ ნიუ-იორკში ვიყავი გადაღებებზე. კერი გრანტმა დამირეკა სასტუმროში და მკითხა რას აკეთებო, მე ფილმში მიღებენ, მაგრამ გარდა ამისა ძალინ დაკავებული ვარ, რადგან კითხვა - პასუხის რეჟიმში ვარო. მე გამიკვირდა, ვკითხე ეს რას ნიშნავს-მეთქი და ამიხსნა - საღამოობით ღონისძიებებზე როცა ვესწრები, საზოგადოებას უჩნდება კითხვები, ისევე, როგორც მედიას და მე ვპასუხობ მათ შეკითხვებს. კერი ისეთი ბედნიერი ჩანდა, რომ თავის ცხოვრებაზე საუბრის შანსი ქონდა, თან პატარა ანეკდოტებსაც იხსენებდა ხოლმე ინტერვიუების დროს.
- დიდ ხანს დასჭირდა თქვენი დარწმუნება, რომ საღამოს თეატრში გამართულ ღონისძიებაზე წასულიყავით?
- მაშინ ასე ვუპასუხე - არ ვიცი, თეატრი ჩემთვის არ არის, მაგრამ მიყვარს სიახლეები, მითუმეტეს თუ ის ჩემგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.
- ყველაზე მეტად ხალხს რა აინტერესებთ თქვენს შესახებ?
ყველაზე ხშირად მეკითებიან ფილმ „Two Women" -ის შესახებ. (ფილმში განსახიერებული როლისთვის სოფიას 1961 წელს ოსკარი მისცეს) ადამიანები ძალიან დიდ სიახლოვესა და ინსტიმს გრძნობენ ჩემი ფილმებისადმი, მაგრამ განსაკუთრებით ზემოთ ნახსენები ფილმის მიმართ, რომელიც დედა-შვილზეა.
- დიდი ბრიტანეთის ფანი ხართ?
- ბევრი ფილმი გადავიღეთ აქ. პიტერ სელერსთან ერთად ვითამაშე ფილმში "მილიონერი ქალი", ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა, სიმღერა ერთად ჩავწერეთ, ძალიან ბევრს ვიცინოდით, პიტერი კარგად მღეროდა, რა საცოდაობაა, რომ ასეთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
- თანამედროვე ვასრკვლავებიდან ვინ მოგწონთ?
- დენიელ დეი ლუისი ძალიანნ მომწონს. პატარა როლი მქონდა მასთან ერთად ფილმში „Nine", იტალიაში გადაიღეს. სიმპათიური და მშვენიერი მსახიობია, ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მამაკაცია დღესდღეისობით კინო ინდუსტრიაში.
- კერი გრანტს სჯობს?
- ოჰ კერი… კომედიებში მას ბადალი არ ჰყავდა, მისი სიარულისა და საუბარის მანერა საოცარი იყო. სულ ვიცინოდით ერთად.
- ჰოლივუდის #MeToo და #TimesUp მოძრაობებზე რას იტყვით, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული?
- ჩემთვის ძალიან რთულია ამ საკითხზე საუბარი, ალბათ ძალიან გამიმართლა, რომ ცხოვრებაში, საკმაოდ პატარა, 18 წლის ასაკში შევხვდი ჩემს მეუღლეს კარლო პონტის. კარლო ყოველთვის ჩემს გვერდით იყო ხოლმე, როცა ფილმებში მიღებდნენ. ვუთანაგრძნობ ყველა ქალს, რომელმაც ძალადობა განიცადა საკუთარ თავზე, მაგრამ მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან მე არასდროს გამომიცდია.
- თქვენი ფილმებიდან, რომელი გიყვართ?
- მე მიმუშავია დიდ იტალიელ რეჟისორთან, ვიტორიო დე სიკასთან. ჩვენ ერთ ქალაქში გავიზარდეთ - ნეაპოლში. ჩვენ ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის, მე ვხვდებოდი რისი გადაღება სურდა მას.
- რამ გიბიძგათ იმისკენ, რომ საკუთარი რეცეპტების წიგნი და სუნამო გეწარმოებინათ?
- როცა გაქვს სახელი, შესაძლებლობებიც გეძლევა. ჭამა ძალიან მიყვარს, პომადა და სუნამოც, მომწონს ასეთი რაღცეები.
- თქვენი სილამაზის საიდუმლო რა არის?
- ძალიან ბევრ ტკბილეულს ვჭამ, კარგად ვიკვებები. ზოგადად ბევრს არ ვფიქრობ და არ ვზრუნავ ჩემი სხეულის ფორმებზე, მაგრამ მაინც ფორმაში ვარ, რაც ძალიან კარგია.
იხილეთ ასევე: "სოფი ლორენი სერგო ზაქარიაძეს კალთაში ჩაუჯდა"
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს