"სააკაშვილის, მისი მთავრობის და ლიდერების სახეა ის ნიღბიანი ადამიანი, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ხალხს აუპატიურებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის, მისი მთავრობის და ლიდერების სახეა ის ნიღბიანი ადამიანი, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ხალხს აუპატიურებს"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ვერ შევატყვე, რომ ნიკა გვარამიას რაღაც აქვს დასამალი"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებისას "რუსთავი 2" - ის საქმეს და ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმაგანაცხადა, გუშინ მოისმინა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის გაუგებარი განცხადება, თუმცა მიუხედავად ამისა, გუშინვე ჰქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან.

"ვიცი, რომ გუშინვე დაიწყო ამ საქმის შესწავლა და გამოძიება, ეს ერთი შეხედვით ჰგავს პროვოკაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს საქმე უნდა შეისწავლონ და ბოლომდე გამოიძიონ. ამ ადამიანს თუ ვინმე რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობია ეს ჩვენც ვიცოდეთ, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას რაღაც დასამალი აქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით,  "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს. პრემიერმა ეს უკვე უკრაინულ მედიაში ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოკადრების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

(იხილეთ ასევე: "რის შესახებ დუმს სააკაშვილი?" - უკრაინულმა პორტალმა წამების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა)

ღარიბაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო სწორედ ის ნიღბიანი მამაკაცია, რომელიც აღნიშნულ ვიდეომასალაში მოქალაქეს აუპატიურებს.

"მოგეხსენებათ, გუშინაც გავრცელდა ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოები, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ ექცეოდა "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ მოქალაქეებს. ამ კადრებში აღწერილია საშინელი წამების სცენები. მინდა, ყველას გითხრათ, რომ მსხვერპლნი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სამეგრელოში ცხოვრობენ. მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. მე ვიცი ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც სახლიდან ღამის 3 საათზე მოიტაცეს, მის ორსულ მეუღლეს კი სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მოცული მოეშალა, ეს კაცი წაიყვანეს და აწამეს ისე, როგორც თქვენ ვიდეოში ნახეთ, ხოლო შემდეგ, იმის გამო, რომ მას ვერ ააღებინეს საკუთარ თავზე არჩადენილი დანაშაული, სხვა მიზეზით - ნარკოტიკების ჩადებით გაასამართლეს. ამას რატომ ვყვები? - ეს დღეები მესმის შეფასებები მათ შორის ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან. მათ კიდევ აქვთ რაღაც პრეტენზიები მაშინ, როცა ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი მორალური და სხვა ტიპის უფლება საზოგადოებას ელაპარაკონ ისეთი ენით, როგორითაც ელაპარაკებიან" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

(იხილეთ ასევე: "გვარამიას საკუთარ გუნდშივე აქვს, კონფლიქტები და ეშინია, რამე არ გაუვრცელონ" - რას წერენ გენდირექტორის სკანდალურ განცხადებაზე?!)

პრემიერის თქმით, იმის მაგივრად, რომ ამ 3 წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ყოველ დღე ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის, მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის, ისინი კვლავაც აგრძელებენ უტიფრად საზოგადოების შეუფრაცხყოფას და ცდილობენ ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის შექმნას.

"დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლისთვისაც მისაღებია ის, რაც ხდება ვიდეოებში - გაუპატიურება და არაადამიანური მოპყრობა. სააკაშვილის, მისი მთავრობის და ლიდერების სახეა ის ნიღბიანი ადამიანი, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ხალხს აუპატიურებს. ეს არის ამ ორგანიზაციის სიმბოლო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული ვიდეოკადრები პროკურატურაში, სისხლის სამართლის საქმეებში დევს:

"ჩემთვის მართლა გასაკვირია, რომ ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოების გავრცელება და რატომ არ გაანადგურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მე მგონი, ამ ადამიანებს არც იმდენი ცოდნა აქვთ, რომ ასეთი მასალის განადგურება არავის არ შეუძლია. ეს მასალები დევს საქმეში და პროკურქატურაში ინახება. ასევე მე ვიცი, რომ ასლები გადაცემული აქვთ დაცვის და ბრალდების მხარეებს"

"ინტერპრესნიუსი"