"ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილმა დამიძახა და ვიღაცებივით არ "შევტენილვარ" - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?!
"ჩმორები" არ უნდა ვიყოთ"
"კობახიძემ ეს განცხადება საკუთარ თავზე აიღოს ან თქვას, მსგავსი დავალება ვისგან მიიღო"
პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მმართველლი კოალიციის საარჩევნო სიაში მსახიობები და სპორტსმენები ვეღარ მოხვდებიან (იხილეთ), კოალიციაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი პარტიის ხელმძღვანელობისგან ახსნა - განმარტებებსაც ითხოვს:
- ვინ ადგენს წესებს - უნდა იყვნენ თუ არა პარლამენტში რეჟისორები და სპორტსმენებ? ამ კითხვაზე ირაკლი კობახიძემ პასუხი უნდა გაგვცეს. ამ ადამიანებმა ვინმეს უღალატეს, თუ რამე დანაშაული ჩაიდინეს? იქნებ, ისიც თქვას ვინმემ, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტებისთვის ხმა არ მიუციათ? გასაგებია, რომ ვიღაცები ველის გასუფთავებასა და საკუთარი უნიათობის სპორტსმენებისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
- ირაკლი კობახიძის ნათქვამი მხოლოდ გადმობრალებად აღიქვით და იმ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, რაც პირადად თქვენ და სხვა პარლამენტარ სპორტსმენებს გიკავშირდებათ?
- "ჩმორები" არ უნდა ვიყოთ. ინციდენტები მხოლოდ ჩვენი ადამიანური რეაქცია იყო, თუმცა საკუთარი ინიციატივით სხვისთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიგვიყენებია. პარლამენტში 120 იურისტი და ეკონომისტია, რატომ არ გააკეთეს საქმე ამ ადამიანებმა? არაფერი მაინტერესებს, კობახიძემ ეს განცხადება საკუთარ თავზე აიღოს ან თქვას, მსგავსი დავალება ვისგან მიიღო. ანტიდისკრიმინაციული კანონი მხოლოდ "პიდარასტების" დაცვას არ გულისხმობს, კობახიძის განცხადებები სპორტსმენების დისკრიმინაციაა. იქნებ ამ ადამიანმა ისიც განმარტოს, თუ "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთან კონტაქტი დაკარგა, ეს ვისი ბრალია? თავად ერთი წელია პარტიას ხელმძღვანელობს! იმედი მაქვს, გიორგი კვირიკაშვილი ამ ვითარებას დაასტაბილურებს.
- ირაკლი კობახიძის პოსტიდან გაშვებას ითხოვთ?
- კობახიძეს ახსნა-განმარტებისთვის მალე შევხვდები. სხვათა შორის, მთელი პარლამენტი 2004 წელს ზვიადაურის დაღვრილ ცრემლებად არ ღირს. თქვენ გგონიათ სხვები პარლამენტში მუშაობით თავს იჭყლეტენ? განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა ქართულს მოარგონ და ეგაა, ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, მაგრამ ჩვენი ეშინიათ. სპორტსმენებს ის გვაქვს, რასაც დიპლომი ვერ მოგცემს - პატიოსნება და ავტორიტეტი.
- "რესპუბლიკელებს" გულისხმობთ? ისე, ლევან ბერძენიშვილმა გიპასუხათ - ჩემი ნათარგმნი წინგნების აწევას ვერ შეძლებთო.
- ლევან ბერძენიშვილის არა მხოლოდ მე, სრულიად საქართველოს არ სჯერა. კარგად მახსოვს, ბერძენიშვილი ჯერ შევარდნაძეს და მოგვიანებით სააკაშვილსაც დითირამბებს როგორ უმღეროდა. კარგი იქნება, თუ საკუთარ წარსულს გაიხსენებს. მივესალმები, თუ სხვისი წიგნები გადმოწერა, მაგრამ ვის რა წონა აქვს, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. რა აუწევია ლევან ბერძენიშვილს ცხოვრებაში, მიპასუხოს, რა გაუკეთებია?
- კოალიციის წევრების მიმართ მსგავსი დამოკიდებულებით გუნდში საკუთარ ადგილს ხედავთ თუ ოპოზიციაში გადასვლას აპირებთ?
- კოალიციაში მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას - ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილმა დამიძახა და ვიღაცებივით არ "შევტენილვარ". ისიც მახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პირველად გამოჩნდა, ლევან ბერძენიშვილი ამტკიცებდა, მას მხოლოდ მილიარდები ვერ უშველისო. რა მინდა იმ გუნდში, სადაც არ ვჭირდები, რა იდიოტი უნდა იყო, ასეთ დროს ვინმეს "შეეტენო"? მას შემდეგ, რაც კობახიძეს მოვუსმენთ, ყველა ნახავს, რა შეგვიძლია და როგორ. ახლა ამ ახალგაზრდა კაცის ნათქვამზე ნამდვილად არ "ავვარდებით". დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)