რატომ დაიბარეს დავით საყვარელიძე დაკითხვაზე?
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე პარასკევს დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც საყვარელიძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, გუშინ მას დაუკავშირდა პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დიმიტრი სუსი, რომელსაც საყვარელიძე პროკურატურის თანამშრომლების დაშანტაჟებაში ადანაშაულებს.
საყვარელიძის თქმით, დაკითხვა შეეხება 2 მილიონი აშშ დოლარის "გაქრობის" საკითხს. საპასუხოდ საყვარელიძემ მოითხოვა, რომ დაკითხვაზე დაბარების შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნონ. "დაკითხვაზე უპრობლემოდ მივალ და დავეხმარები გამოძიებას", - წერს საყვარელიძე. დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან 29 მარტს გაათავისუფლეს.
იხილეთ ასევე: "პოროშენკო ამით რას ელოდება? ფიქრობს, რომ მიშას შეჩერებას შეძლებს"?