ვინ არის პარტია "ქართული ოცნების" 15 ახალი სახე - კვირის პალიტრა

ვინ არის პარტია "ქართული ოცნების" 15 ახალი სახე

„ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიის ახალი სახეები წარადგინა. 15 ახალი სახე, რომელიც „ქართული ოცნების“ რიგებს უერთდება, მედიას და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო.

პარტიის ახალი წევრები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები დადებით მუხტს შემოიტანენ ქართულ პოლიტიკაში.

”დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დადებით მუხტს შემოიტანენ არა მარტო ,,ქართულ ოცნებაში“, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სამსახურს მოახმაროს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ღონისძიება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.