"იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ" - რაზე საუბრობენ ფარულ აუდიოჩანაწერში ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე - კვირის პალიტრა

"იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ" - რაზე საუბრობენ ფარულ აუდიოჩანაწერში ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე

ვიდეოპორტალ Youtube-ზე აუდიოჩანაწერი ვრცელდება სათაურით: "Ника Гварамия контролирует "независимых" политиков" (ნიკა გვარამია "დამოუკიდებელ" პოლიტიკოსებს აკონტროლებს"), ვიდეოს ფოტოზე კი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და "ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე არიან ასახულნი.

youtube-ზე ვიდეო 13 სექტემბერს არის გავრცელებული არხის - Creative Georgia News-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არხზე მხოლოდ ეს ერთი ვიდეო იძებნება. გთავაზობთ ამონარიდებს მათი დიალოგიდან, რომელიც საკმაოდ მწვავეა და კამათშიც გადაიზრდება რამდენჯერმე:

ნიკა გვარამია: ძალიან ნირწამხდარი ვარ, რომ არ დაგიმალოთ. იმიტომ, რომ თქვენი გირჩელები დღეს გამოდგნენ და სათითაოდ დაწერეს, რომ "ოცნებასთან" აპირებენ კოალიციაში ყოფნას და ეს თუ უნდა იყოს...

პაატა ბურჭულაძე: ვინ თქვა ეგ?

ნიკა გვარამია: ვახტანგ მეგრელიშვილმა და აჰყვა მთელი "გირჩი", ძალიან ბოდიში და, ეს თუ არის გეგმები ამ კოალიციის, ძალიან ვწუხვარ მართლა. ოღონდ ჩვენი დამოკიდებულებაც ვერ იქნება იგივე, რაც იყო. ძალიან ვწუხვარ მართლა.

პაატა ბურჭულაძე: ერთი ვერ გავიგე. ეს ხუმრობაა თუ სერიოზულად მეუბნები?

ნიკა გვარამია: რას ჰქვია ხუმრობა? ჩემს ფეისბუქზე ვინმე შევიდეს, თუ ვინმეს იცნობთ და ნახავთ. ხვალ ვაკეთებ ამაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის "გირჩის", ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არ უარყო და მითხრა, ხო, აბა რა ვქნათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია, ვისი მოკავშირეები ვიქნებითო და ჩვენთვის არ არის სულერთი, პირდაპირ გეუბნებით, ბატონო პაატა... აჰყვა ჩემთვის ძალიან გასაკვირად თქვენი ბიჭი, რომელიც მართლა ძალიან კარგი იყო და ძალიან მესიმპათიურებოდა, პაპავა, რომელმაც მითხრა, რომ...

პაატა ბურჭულაძე: ეგ რომელი?

ნიკა გვარამია: პაპავა, რომელმაც თქვა, რომ ხო, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე ვაკეთოთ. ივანიშვილთან ერთად საქმის კეთებას თუ საქმის კეთება ჰქვია, კი ბატონო, მაშინ ჩვენც გვექნება ჩვენი შეფასებები, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ისეთი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული. ივანიშვილთან მოთანამშრომლეებისთვის, ჩვენ არ ვართ ღია თანამშრომლობისთვის. რომ არ გეწყინოთ მერე, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და პირადად გცემთ პატივს.

პაატა ბურჭულაძე: რა უნდა მეწყინოს. მაგი, მაგაზე მეტი საწყენი თქვენ მითხარით, ახლა მეტს ვეღარაფერს ვიგებ. მე გავარკვევ ახლა ამას ყველაფერს იმიტომ, რომ მე ახლა ამოვედი...

ნიკა გვარამია: კი ბატონო. მე თქვენ გელოდებით. ახლა მე თქვენებთან მქონდა ძირითადად ურთიერთობა, "გირჩი" ჩემთვის არის მეასეხარისხოვანი, მაგრამ ახლა სადაც ჯანდიერია, სადაც თქვენ ხართ და ა.შ. ახლა იმ ხალხთან დაკავშირებით ეგეთი ხალხი როა, რომელიც იძახის, რომ ბიძინასთან ერთად ერთ მთავრობაში უნდა ვიყო იმიტომ, რომ მინისტრობა მინდა, - ეგ ჩემთვის პასუხია ბევრ შეკითხვაზე. გაგრძელება

მოისმინეთ სრულად აუდიოჩანაწერი