"5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი... ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა "გააძროს" - კვირის პალიტრა

"5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი... ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა "გააძროს"

სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გოგა ხაინდრავას მრავალსერიან ფილმ "ჰეროკრატიას" გამოეხმაურა.

"ისა და, 38 მილიონს რო დახარჯავ, გოგა ხაინდრავას ანდობ, ხეროკრატიას გადააღებინებ, როგორც მთავარ საარჩევნო ბომბს და ის ხეროკრატია 5-6% რომ წერს, ანუ ასე 2-3ჯერ მეტს, ვიდრე ქვემოთ მოყვანილი გამოსახულება რ2ის ეთერში, ხომ უნდა თქვა ბოლოს და გამოთქმით:

"იმიტომ რომ მე ვარ დებილი, ესაა ჩემი კომენტარი", - დაწერა ნიკა გვარამიამ. (წყარო)

გვარამიას პოსტს საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

"უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი იწუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა "გააძროს" "ოცნების" დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისათვის. ისე, ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისათვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა.

ჩვენი პერიოდი, საქართველოს ისტორიაში, დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ბოლო 4 წლის გაუგებრობა, კი მართლაც, როგორც რუსები იტყვიან ХЕРократия იყო", - წერს ექსპრეზიდენტი "ფეისბუკში". (წყარო)