კალაძე პრეზიდენტად?! - კვირის პალიტრა

კალაძე პრეზიდენტად?!

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძის დაბრუნება მისთვის წინსვლა არ იქნება, შესაბამისად, "კალაძის ამბიციურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის აკეთებს გათვლას პრეზიდენტობაზე".

ამის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

- პარტიაში ბევრი ამბიციური ადამიანია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გიორგი კვირიკაშვილზე არანაკლებ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. სულ სამი-ოთხი დაჯგუფებაა, რომელიც მაღალი თანამდებობის მისაღებად ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმელად მზადაა. კვირიკაშვილმა უახლოეს პერიოდში უნდა მოახერხოს, რომ გუნდის რეალურ მმართველად იქცეს. სხვათა შორის, კალაძე საკმაოდ ამბიციურ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, აქვს ამბიცია, რომ წინ წავიდეს - ენერგეტიკის სამინისტროში მისი დაბრუნება მისთვის წინსვლა არ იქნება.

- პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელოს.

- ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ყოფილი პრემიერი პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატურად განიხილებოდეს. ვფიქრობ, კალაძის ამბიციურობიდან და განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, სწორედ ის აკეთებს გათვლას ქვეყნის პრეზიდენტობაზე. ამ საკითხზე "ქართულ ოცნებაში" დიდი ფაციფუცია. ასეთ ქაოსურ ვითარებაში ხდება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებაც - თუ ლოგიკას მივყვებით, დავით უსუფაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "პრეზიდენტობაზე კალაძე აკეთებს გათვლას"