მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის საინტერესო მომენტები - კვირის პალიტრა

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის საინტერესო მომენტები

18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. მის შემდეგ კი სიტყვით პარლამენტის უხუცესი წევრი, რევაზ არველაძე გამოვიდა.

მე-9 მოწვევის პარლამენტი შემდეგი კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი: - ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” შემადგენლობაშია 115 დეპუტატი. 27 დეპუტატით არის წარმოდენილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. პარლამენტში 6 დეპუტატისგან შედგება ”პატრიოტთა ალიანსის” გაერთიანება. ”თოფაძე - მრეწველები” წარმოდგენილია ერთი მაჟორიტარი დეპუტატით და კიდევ ერთი, საინიციატივო ჯგუფის სახელით არჩეული სალომე ზურაბიშვილია.

მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ წაიკითხა:

"მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.

ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს ”ვფიცავ”, რის შემდეგაც შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

გთავაზობთ საინტერესო მომენტებს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან.

იხილეთ ფოტოგალერეა