"დარდიც არ მაქვს" - რას ამბობს შს მინისტრი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე? - კვირის პალიტრა

"დარდიც არ მაქვს" - რას ამბობს შს მინისტრი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?

Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. (იხილეთ: "დაე, "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს" - გიორგი მღებრიშვილი სატელეფონო "ხულიგნების" მსხვერპლი გახდა?!)

როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის "ფე-ეს-ბე" -ს და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგორებული ანტიპიარი, რომელიც ხელისუფლების დასუსტებას ისახავს მიზნად.

შს მინისტრის განცხადებით, მას პრობლემა არ აქვს არც გამოძიების დაწყებასთან და არც ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხმის ავთენტურობას დაადგენს.

"ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები. მე გეტყვით, რომ "ფე-ეს-ბე"-ს აგენტები და "ნაციონალური მოძრაობის წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ჩვენს შესასუსტებლად აგორებული ანტი პიარი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"