The New Yorker: "პრეზიდენტი სააკაშვილი პოპულარობას კარგავდა, ტრამპის ამოცანა კი მისი რეპუტაციის გადარჩენა იყო" - კვირის პალიტრა

The New Yorker: "პრეზიდენტი სააკაშვილი პოპულარობას კარგავდა, ტრამპის ამოცანა კი მისი რეპუტაციის გადარჩენა იყო"

14 აგვისტოს, ამერიკულ გამოცემა  "The New Yorker"-ში გამოქვეყნდა ადამ დავიდსონის წერილი, სათაურით: "კითხვები არავის დაუსვამს - დონალდ ტრამპის ფირმა თავის უცხოელ პარტნიორებს შემოწმების გარეშე ენდო. შეცდომა თუ სტრატეგია?"

სტატიაში ლაპარაკია, საქართველოში, ქალაქ ბათუმში სასტუმრო Trump Tower-ის მშენებლობაზე, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, იმ ადამიანს უნდა დაეფინანსებინა, რომელიც ყაზახი ოლიგარქების წრეებს მიეკუთვნებოდა, კერძოდ, თემურ ყილიბაევს - ყახაზეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრე პიროვნებას.

აქეადნ გამომდინარე, სტატიის ავტორის აზრით,  რუსეთის პრეზიდენტსა და მის სპეცსამსახურებს აქვთ ისეთი ინფორმაცია, რომლითაც მათ დონალდ ტრამპის დაშანტაჟება შეუძლიათ.

"ყაზახ ბიზნესმენს ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს სარეკლამო კამპანიისათვის, რომელიც საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. იგი უნდა წარდგენილიყო როგორც ბიზნესის ხელშეწყობისაკენ ორიენტირებული რეფორმატორი, დასავლელი ფინანსისტების მიზიდვის მიზნით", - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2012 წლის აპრილი, როცა დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვია, მიხეილ სააკაშვილისათვის "პოლიტიკურად მოწყვლადი პერიოდი" იყო: მისი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ პრაქტიკულად შეწყდა, ხოლო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მაგალითად, Transparency International-მა, დაიწყეს განცხადებების კეთება, რომ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა "ელიტური კორუფცია".

ასეთ პირობებში მხოლოდ ცოტა დასავლელი ინვესტორი ან რომელიმე ბრენდული კომპანია თუ იქნებოდა მზად კაპიტალის დასაბანდებლად საქართველოში. "პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოპულარობას კარგავდა, დონალდ ტრამპის ამოცანას კი მისი რეპუტაციის გადარჩენა წარმოადგენდა", - წერს The New Yorker.

გაზეთის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და დონალდ ტრამპის განცხადებებში სასტუმროს მშენებლობის თაობაზე, ფაქტობრივად, მართალი არაფერი იყო.

სტატიაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპს ფული კომპანია Silk Road Group-მა გადაუხადა, თვით ეს კომპანია B.T.A. Bank-მა დააფინანსა, რომელიც "გრანდიოზულ სკანდალში მოხვდა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით".

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 2005 წელს ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ B.T.A. Bank, რომელიც იმ დროს ყაზახეთის ყველაზე მსხვილი ბანკი იყო, საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სესხს მისცემდა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით. საქართველოში ყველა კრედიტი ბანკის შვილობილი კომპანია Silk Road Group-ის მეშვეობით შედიოდა. 2009 წელს ყაზახეთის ხელისუფლებამ B.T.A. Bank-ი თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა და მისი აქტივები სამართავად სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს გადასცა.

ყოველივე ამის შემდეგ თემურ ყულიბაევი ფონდის დირექტორად დაინიშნა. მას ჰქონდა დაშვება ბანკის შიდა დოკუმენტაციასთან, ფაქტიურად მისი მფლობელი გახდა. როგორც გაზეთი წერს, თემურ ყულიბაევი, უეჭველია, ყველას იცნობს, ვინც კი ბათუმის სასტუმროს მშენებლობის პროექტში მონაწილეობდა.

როგორც ცნობილია, ბათუმში 47-სართულიანი ცათამბჯენი სასტუმროს მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2012 წელს მიიღეს, 2017 წლის იანვარში კი Trump Organization-მა და Silk Road Group-მა პროექტის შეჩერება გამოაცხადეს. (წყარო)