"უკრაინის ხელისუფლება სამ სცენარს ამზადებს... არის მუქარებიც" - კვირის პალიტრა

"უკრაინის ხელისუფლება სამ სცენარს ამზადებს... არის მუქარებიც"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებამდე, რომელიც 10 სექტემბრისთვის აქვს დაგეგმილი, ევროპის რამდენიმე ქვეყანას ვიზიტით ეწვევა.

"მე უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები. უახლოეს დღეებში რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ვეწვევი. კოპენჰაგენში მივემგზავრები, სადავ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდიუმის სხდომაში მივიღებ მონაწილეობას და ევროპელ პოლიტიკოსებს შევხვდები. არ გამოვრიცხავ, რომ ბრიუსელშიც გავფრინდები ევროპარლამენტარებთან შესახვედრად", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხი Newsone-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, 10 სექტემბერს ის კანონიერად და ლეგალურად გადაკვეთს უკრაინის საზღვარს კრაკოვეცის გამშვები პუნქტიდან.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება სამ სცენარს ამზადებს მის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

"უკრაინის ხელისუფლება სამ სცენარს ამზადებს. საზღვარზე ჩემი არ შეშვება, პასპორტის წართმევა და პოლონეთში გაძევება; უკრაინაში ჩემი შეშვება, შემდეგ რაიმე მიზეზით დაკავება და საქართველოში ექსტრადირება, ან კიდევაც საზღვარზე რაიმე არეულობის მოწყობა. არის მუქარებიც, თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინია. ბევრი ხალხი მოვა", - დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"