ვინ უხელმძღვანელებენ კალაძის პიარისა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურებს? - კვირის პალიტრა

ვინ უხელმძღვანელებენ კალაძის პიარისა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურებს?

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურს მანანა თოქმაჯიშვილი, პიარ სამსახურს კი ეკატერინე ჯოჯუა უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები დაასახელა და მათ წარმატება უსურვა.

„ამ სამსახურებში ჩვენ ვგეგმავთ გარკვეული რეფორმების განხორციელებას და შესაბამისად, უფრო წარმოდგენილი და წარმოჩენილი იქნება ისინი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, მისი თქმით, აღნიშნული კანდიდატურები თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატებთან ერთად საკრებულოში დღესვე გადაიგზავნება.

იხილეთ ასევე: ვინ დარჩა და ვინ გაუშვეს - კალაძემ მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა