სააკაშვილი: "პოროშენკომ ჩემი დაპატიმრების ბრძანება გასცა" - კვირის პალიტრა

სააკაშვილი: "პოროშენკომ ჩემი დაპატიმრების ბრძანება გასცა"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ სააკაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პეტრო პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ბრძანება ჩემი დაპატიმრების შესახებ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ოდესაში რაღაც გამოგონილი საქმის გამო", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისი დავალება პოროშენკომ გენერალურ პროკურატურას და უკრაინის უშიშროების სამსახურს მისცა, ახლა კი მათ ეს ბრძანება 2-3 დღის განმავლობაში უნდა შეასრულონ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ამით პოროშენკოს უკრაინაში მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა სურს, ვინაიდან 3 დეკემბერს სააკაშვილის პარტია "ახალი ძალები" ქვეყნის პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"