ბიძინა ივანიშვილი ლურჯ ხალიჩაზე - ექსპრემიერი "ქართული ოცნების" ყრილობაზე მივიდა
ბიძინა ივანიშვილი კლუბ "ანდერვილში", სადაც "ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობს, უკვე მივიდა. ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, როგორც აღნიშნა, ყრილობის შემდეგ გააკეთებს განმარტებებს.
ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.
განიხილება ყრილობის წესდებით გათვალისწინებული საკითხები: აირჩევენ ყრილობის მდივანს, ხმის დამთვლელ კომისიას და სარევიზიო კომისიის წევრებს. დამტკიცდება ყრილობის დღის წესრიგი, წარადგენენ პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის ანგარიშს ასევე წესდებაში შევა ცვლილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შემცირებაზე.
ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.
ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
იხილეთ ასევე: ფოტოები მთაწმინდიდან, სადაც "ქართული ოცნების" ყრილობისთვის პარტიის ლიდერები იკრიბებიან